მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 141:8

7. Our bones are scattered at the grave's mouth, as when one cutteth and cleaveth wood upon the earth.8. But mine eyes are unto thee, O GOD the Lord: in thee is my trust; leave not my soul destitute.9. Keep me from the snares which they have laid for me, and the gins of the workers of iniquity.
Psalms თავი 141
8. But mine eyes are unto thee, O GOD the Lord: in thee is my trust; leave not my soul destitute.
სიტყვა თქმული 29 აგვისტოს 1875 წელსა ქუთაისის საპყრობილესა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გამოიყვანეთ საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა (ფსალ.)

წმიდა წინასწარმეტყველი და მეფე დავით, სხვათა შორის ლოცვათა, ერთხელ ესრეთ ევედრებოდა ღმერთსა: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა. რისთვის ევედრებოდა ესრედ იგი ღმერთსა? განა იგი როდისმე იყო დაჭერილი საპყრობილეში? არა, იგი იყო მეფე, მჯდომარე ტახტსა ზედა, და არაოდეს არ ყოფილა ჩაგდებული საპყრობილეში. სჩანს, იგი იტყოდა არა ხილული, გარეგანი საპყრობილისათვის. სულიერი საპყრობილე ის არის, როდესაც კაცი არის შეკრული, ანუ შეპყრობილი რომლითამე დიდითა ცოდვითა, ასე, რომ სული მისი დამონებულია ცოდვისა, თავისუფლება აღარა აქვს. ამისთანა მდგომარეობაში იყო ერთხელ დავით მეფე. თუმცა იგი იყო წმიდა და წინასწარმეტყველი, მაგრამ მაინც კაცი იყო და კაცის ბუნება ჰქონდა, და ერთხელ საშინელს ცოდვაში ჩავრდა: უბრალო კარგი კაცი მოაკვლევინა და მისი ცოლი თვითონ წაიყვანა. ამით იგი ჩავარდა საშინელ მდგომარეობაში. სული წმიდა განშორდა მისგან, სული და გული გაუქვავდა. მონანებაც ვერ მოახერხა და ვერ შეძლო. გარნა ღმერთმან განაღვიძა იგი თვისითა მრისახნებითა, ანგელოზი თვისი ცხადად ეჩვენა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის