...არაფერი არის ისე სასარგებლო, როგორც გეენაზე საუბარი; ის ჩვენს სულებს ყოველ ვერცხლზე უფრო ხალასს ხდის. რადგან მოისმინე წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს: „რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.“ (). ქრისტეც განუწყვეტლად საუბრობს გეენაზე. რადგან გეენაზე საუბარი, თუნდაც მსმენელს ამწუხრებდეს, მსმენელსვე უდიდეს სარგებელს აძლევს.
4. გეენის ხსენებით სულის მოწესრიგება
რამეთუ ასეთია ყოველივე, რაც სარგებელს გვაძლევს; და ნუ გაიკვირვებ: წამალიცა და საზრდელიც, თავდაპირველად ავადმყოფს რომ აწუხებს, შემდეგ სარგებელს მოუტანს. ხოლო თუ სიტყვათა სიმძიმეს ვერ ვითმენთ, ცხადია, რომ საქმით მოსულ ჭირსაც ვერ ავიტანთ. თუ გეენის შესახებ სიტყვებს ვერავინ ითმენს, ცხადია, დევნა რომ მოგვწეოდა, ცეცხლისა და რკინის წინაშე ვერავინ დადგებოდა. ვავარჯიშოთ ჩვენი სმენა, რომ არ განაზდეს; რამეთუ აქედან საქმით გამოცდამდეც მივალთ. თუ საშინ...