მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 17:9

8. Keep me as the apple of the eye, hide me under the shadow of thy wings,9. From the wicked that oppress me, from my deadly enemies, who compass me about.10. They are inclosed in their own fat: with their mouth they speak proudly.
Psalms თავი 17
9. From the wicked that oppress me, from my deadly enemies, who compass me about.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ“ (21,17).:

...ლო იგი რაჲ განვიდა, აღესრულა მათ ზედა სიტყუაჲ იგი ესაიაჲსი, ვითარმედ: „აღივსო სახლი მათი კუამლითა“. სახლად იტყოდა შესაკრებელსა მათსა. ესე იგი არს, ბნელსა შინა უკუნსა დაშთეს, რამეთუ კუამლი სახე არს რისხვისაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „აჴდა კუამლი რისხვასა მისსა“.

და სადა განვიდა? ბეთანიას, რომელი გულისჴმა-იყოფების თარგმანებით სახლ მორჩილებისა. რამეთუ დაბრმდეს რაჲ ჰურიანი გონებითა და არა ინებეს შეწყნარებად ცხორებისა მათისა, დაუტევნა იგინი და განვიდა ბეთანიად, რომელ არს სახლი მორჩილებისაჲ, რომელ არიან წარმართნი, რამეთუ მათი სახე იყო მაშინ ბეთანიად განსლვაჲ; და ნანდჳლვე გარეგან ქალაქისა მის საღმრთოჲსა ვიყვენით ჩუენ წარმართნი, არღა ქმნილ ვიყვენით მოქალაქე ახლისა მის იერუსალჱმისა.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა ჩუენდა უფალი და მეუფე ყოველთაჲ, და შევიწყნარეთ ქადაგებაჲ მისი, მორჩილებით ვიქმნენით ჭეშმარიტად იერუსალჱმელ და შვილ აბრაჰამისა და გონება, მხილველ ღმრთისა, და მიერითგან განცჳვეს ჰურიანი და აღივსნეს კუამლითა, რაჲთა საუკუნოდ ცრემლოოდინ, რამეთუ ესე არს საქმე კუამლსა შინა ჴშირსა შეყენებულთაჲ. ხოლო ჩუენ, რომელთა ნათელი უფლისაჲ მოგუეფინა და სიბნელე იგი ცოდვისაჲ განვაგდეთ, განვიდოდით მარადის მიგებებად უფლ...

სრულად ნახვა