...ობით გაემგზავრე მეფისკენ, თუ გსურს, სათანადოდ მიაღწიო მიზანს. ამ მოგზაურობას მრავალი ხარჯი არ სჭირდება; საგზლად სათნოება აიღე. და სად მკვიდრობს ეს მეფე? „მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა“ (). იმ გზით იარე. ნათქვამია: „ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (). იქ იპოვი მას, იქ შეხვდები. იგი ახლოს არის მათთან, ვინც მშიერთათვის პურს ტეხს და მოწყალების საქმეს აკეთებს. თუ ამ გზით მიხვალ, იპოვი მას მზადმყოფს, შენს თხოვნაზე თანხმობის მისაცემად განწყობილს. რადგან ნათქვამია: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ“ (); და არ დაგჭირდება შუამდგომელი, არამედ შენ თვითონ წარადგენ ვედრებას.
**„შეისმინე ჩემი სიმართლითა შე...