...მთვრალის სახელწოდება, საყვარელო, წმინდა წერილში ყოველთვის მთვრალობას არ ნიშნავს, არამედ გაძღომასაც. ამიტომ ამ მართალზეც შეიძლება ითქვას, რომ არა თავშეუკავებლობის გამო ჩავარდა სიმთვრალეში, არამედ გაძღომისგან. ასე, დავითი ამბობს: «დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ» (), ანუ გაძღდებიან. სიმთვრალეს მიცემულნი კი არასოდეს გრძნობენ სიმაძღრეს, არამედ რაც მეტ ღვინოს ისხამენ თავში, მით უფრო იწვიან წყურვილით, ისე, რომ ხმარება მათ წყურვილის გაზრდას ემსახურება და, თუმცა სიამოვნების განცდა მათში უკვე ქრება, დაუოკებელი წყურვილი სიმთვრალის ტყვეებს სიმთვრალის უფსკრულში გდებს. «და დაასხა», ამბობს წერილი, «ვენაჴი. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა». შენიშნე, ეს არა სადმე გარეთ შეემთხვა, არამედ თავის სახლში. წმინდა წერილმა სწორედ იმიტომ აღნიშნა, რომ «სახლსა შინა თჳსსა», რათა შემდგომიდან შეცნო, ვის მიერ სიშიშვლე გახდა აშკარა, რამდენად უკეთური იყო ის. «და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე» (). თუ კიდევ სხვა (ადამიანები) ყოფილიყვნენ, ის, ალბათ, მათაც გაუმხელდა მამის ს...
Psalms 35:9
8. Let destruction come upon him at unawares; and let his net that he hath hid catch himself: into that very destruction let him fall.9. And my soul shall be joyful in the LORD: it shall rejoice in his salvation.10. All my bones shall say, LORD, who is like unto thee, which deliverest the poor from him that is too strong for him, yea, the poor and the needy from him that spoileth him?
Psalms თავი 35