...მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.** - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, როგორ გამოიყენეს აბუჩად აგდების ყოველი ხერხი! სახე ფურთხით შეუგინეს, თავი - გვირგვინით, ხელები - ლერწმით, დანარჩენი სხეული - ქლამინდით, ხოლო ყურები - ბილწი სიტყვებით. მაგრამ ყოველივე ეს, რასაც აკეთებდნენ, შენ ამასთან ერთად ქრისტეს მიერ აღსრულებულ საიდუმლოდაც მოიაზრე: მეწამული ქლამინდი ჩვენს ბუნებას აღნიშნავდა, რომელიც ქრისტემ, როცა ის სისხლით შეღებილი და მკვლელობისკენ მიდრეკილი იყო, მაშინ შეიწყნარა და შეიმოსა რა მისით, განწმინდა. ეკლის გვირგვინი - ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან მომდინარე ცოდვებია. ისინი ქრისტემ, თავისი ღმრთეებრიობით, რაზეც მასში თავი მიანიშნებ...
Psalms 38:8
7. For my loins are filled with a loathsome disease: and there is no soundness in my flesh.8. I am feeble and sore broken: I have roared by reason of the disquietness of my heart.9. Lord, all my desire is before thee; and my groaning is not hid from thee.
Psalms თავი 38