...მხოლოდ ერთისა: ვაითუ ჩემი გზისა და ცხოვრების ურჯულოებამ გარს შემომერტყას. წერილში „ქუსლი“ მოტყუების მნიშვნელობითაც ითქმის. რადგან ამბობს: „რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი“ (). და კვლავ ესავი იაკობის შესახებ ამბობდა: „განმწიხნა მე, ესერა, მეორედ“ (). რადგან ასეთია ცოდვა: მომტყუებელია და შეუძლია წარიტაცოს. აი ამისი მეშინია, ამბობს იგი: იმ ცოდვისა, რომელიც მატყუებს და გარს მერტყმის.
4. სამსჯავროს მიუკერძოებლობა და სიმდიდრის უძლურება
ამიტომ პავლეც ცოდვას „ადვილად გარსშემომდგომს“ უწოდებს და ამით აჩვენებს, რომ ცოდვა მუდამ გვერტყმის გარს, თანაც იოლად და დაუბრკოლებლად. ამქვეყნიურ სამსჯავროებში ადამიანები ბევრ რამეს უფრთხიან: ფულის სიუხვეს, ძალაუფლებას, შევიწროებასა და მოტყუებას; იქ კი ამგვარი არაფერია საშიში, არამედ მხოლოდ ცოდვაა საშინელი: იგი ყველგან გარს ერტყმის მი...