მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 44:13

12. Thou sellest thy people for nought, and dost not increase thy wealth by their price.13. Thou makest us a reproach to our neighbours, a scorn and a derision to them that are round about us.14. Thou makest us a byword among the heathen, a shaking of the head among the people.
Psalms თავი 44
13. Thou makest us a reproach to our neighbours, a scorn and a derision to them that are round about us.
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა“ ().

„აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.“ ().

1. სულიწმინდის შთაგონება და კეთილი სიტყვა

მსურდა, ახლა აქ ყოფილიყვნენ ყველა იუდეველი და ყველა ელინი, და ეს წიგნი თვით იუდეველთაგან მიმეღო, რათა ასე წამეკითხა ფსალმუნი. თქვენ ხომ ეს იცით: სასამართლოებშიც და ყველგან საქმეთა მოწმობა მაშინ არის ყველაზე ნაკლებად საეჭვო, როდესაც იგი მტრებისგან არის მოტანილი. ამიტომ, რათა ეს დღესაც მოხდეს, ძველი აღთქმიდან წარმოვადგენთ მოწმობას, რომ იუდეველებიცა და ელინებიც შერცხვენილ იქნენ: იუდეველები — რადგან კითხულობენ და ვერ შეიცნობენ; ელინები კი — რადგან ხედავენ, რომ წიგნები ჩვენამდე მტრებისგან მოდის. რადგან ნამდვილად ვერ იტყვიან, თითქოს ეს წიგნები...

სრულად ნახვა
მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ სიტყვათა ამათ შინა დავით მეფე წინასწარ-მოასწავებდა ყოვლად-წმიდასა დედოფალსა მარიამს, რომლისა ხარებასა დღეს, ძმანო და დანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ჩვენ და ვიხარებთ. ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცა-ღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.

ეს დიდი ქება არს კეთილი და მისაღებელი მაგალითი ყოვლისა ქალისათვის. თუმცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამა-კაცსა. ეგრეთვე დედა-კაცსა, აქვს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის