...მათ 5:8). ნუთუ სხეულით? არავითარ შემთხვევაში, არამედ: „წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (). ხოლო წინასწარმეტყველი რას ამბობს? „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო“ (); და კვლავ: „განბანე უკეთურებისაგან გული შენი“ ().
დიდი სიკეთეა კეთილ საქმეთა ჩვეულებაში ყოფნა. ხედავ, როგორი მცირე და უსარგებლოა ეს გარეგანი განბანები? და როცა სული ჩვეულებას წინასწარ შეუპყრია, სული აღარ შორდება ჩვეულებას და ვერც ითმენს, რომ ლოცვასთან მივიდეს, ვიდრე ამ ჩვეულ მოქმედებებს პირველად არ შეასრულებს. მაგალითად რას ვამბობ: ჩვენ თავი მივაჩვიეთ დაბანასა და ლოცვას, და ლოცვა ისე აღარ შეგვიძლია, თუ ჯერ არ დავიბანეთ; არამედ სიამოვნებით ვერ ვლოცულობთ, როცა დაუბანელი ხელებით ვლოცულობთ, თითქოს ღმერთს უნდა ვაწყენინოთ და სინდისი გვამხელს. თუ ამ მცირე საქმეს ასეთი ძალადობა აქვს და ყოველდღე უთუ...