...უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა"** (). დააკვირდი, როგორ ზუსტად იხმარა ეს სახელწოდებები. და აი, ფსალმუნმგალობელი ამას მამის შესახებ ამბობს: „სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო" (); კვლავ ნეტარი პავლე სხვაგან წერს: „რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა" ().
მოძღვარმა საფრთხეები უნდა დაითმინოს — და მოწაფეებზე ბევრად მეტიც. რამეთუ ამბობს: „დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი" (). რაკი ასე ხდება, ეშმაკი მოძღვრების წინააღმდეგ უფრო მძაფრად ქრის, რადგან მათი მოსპობისას სამწყსოც იფანტება. რამეთუ როცა ცალკეულ ცხვრებს კლავს, სამწყსოს ამცირებს; მაგრამ როცა მწყემსს შუაგულიდან მოაშორებს, მთელ სამწყსოს ღუპავს. ამიტომ, რაკი ნაკლები შრომით უფრო დიდ ზიანს ქმნის დ...