...). შემდეგ იხილე, როგორ იბრუნებს საკუთარ თავს: ამბობს: „და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ. და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ წინაშე, ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი“ ().
ხოლო რასაც ამბობს, ასეთი აზრია: ვშრომობდი, ვიტანჯებოდი გულისსიტყვებში. რადგან ასეთია გულისსიტყვა. შემდეგ ვფიქრობდი, რომ მძიმე საქმეს ვაკეთებ. თუ ამას გამოვიძიებ, ვერაფერს შევძლებ ცხადად ვიცოდე, ვიდრე სამშობლოს არ დავიბრუნებ. ხედავ, რაოდენი ბოროტებაა რწმენის საქმეების გულისსიტყვებისთვის მინდობა და არა რწმენისთვის? რადგან იგი რწმენაში განმტკიცებული რომ ყოფილიყო, ამას არ წარმოთქვამდა, არც აღელდებოდა, არც შეძრწუნდებოდა, არც მისი ფეხები შეირყეოდა და არც მისი ნაბიჯები მცირედით აერეოდა. მაგრამ წინასწარმეტყველი ასე არ იყო: იგი კლდეზე იდგა, არ მღელვარებდა და არ ირყეოდა; ხედა...