...მიტომ წარსულის ხსოვნა უდიდესი ნუგეშია აწმყო საქმეებისთვის. ამიტომ სხვა ფსალმუნშიც ფსალმუნის მთქმელი ამბობს: „ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან“ (), ან „სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი“ ()? და სხვა ამბობს: „მიხედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ სასოებდა უფალს და მიტოვებულ იქნა?“ ()8. და პავლეც ამბობს: „ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია“ ().
სარგებელს ვიღებთ არა მხოლოდ სხვათა ამბების, არამედ ხშირად საკუთარი ამბების გახსენებითაც. ამას მოციქულიც აჩვენებს, როდესაც ამბობს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ“ (...