თარგმანი: ვითარცა თუალით მხილველნი სიტყჳსა ჴორცშესხმულისანი ყოველთა კიდეთა უქადაგებენ ჴორცთა შესხმასა სიტყჳსასა, ვითარმედ პირველითგან მამისა თანა მყოფი, უხილავი და დაუსაბამოჲ, განცხადნა და სახილველ იქმნა ჩუენთჳს განკაცებითა, და იგი არს საუკუნოჲ ცხორებაჲ მორწმუნეთა მისთაჲ. ამისთჳსცა, რომელმან ქადაგებისა მისისა შეწყნარებითა მოიგოს ზიარებაჲ ქადაგთა მისთაჲ, მათ მიერ ზიარ იქმნეს იგი არა ხოლო ძისა, არამედ მამისაცა, რამეთუ მამისა მიახლებაჲ და შეერთებაჲ ძისა მიერ მოემადლა კაცთა ზეცად აღყვანებითა თბისა მის ჩუენგან მიღებულისაჲთა.
1 იოვანე 1:3
2. და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ;3. რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა.4. და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
1 იოვანე თავი 1