მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 1:6

5. და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ.6. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა.7. ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესუ ქრისტეს, ძისა მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.
1 იოვანე თავი 1
6. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა.
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა (1,6).:

თარგმანი: ესრეთ ეძიებს ზიარ-ყოფასა ღმრთისასა, რაჲთა, ვითარ-იგი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა, ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით საქმეთა ნათლისათა და განვეშორნეთ საქმეთა ბნელისათა, რამეთუ ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნების.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის