თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სისხლი იესუჲსი განმწმედს ჩუენ" (), აწ ჰურიათა თანამდებ ჰყოფს ბრალისა, რომელნი ჴმობდეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (). ვითარმედ, უკუეთუ ესე გგონიეს თუ არად ცოდვა არს მკლველობაჲ ქრისტესი, და შესაძლებელ არს სხუებრ განწმედაჲ ჩუენი ცოდვათაგან თჳნიერ სისხლისა მისისა, უწყოდეთ, რამეთუ სცთებით, და განვრდომითა ჭეშმარიტებისაგან ღმრთისაგან განჰვარდებით, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ჭეშმარიტებაჲ.
1 იოვანე 1:8
7. ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას. სისხლი იგი იესუ ქრისტეს, ძისა მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.8. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა.9. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა.
1 იოვანე თავი 1