თარგმანი: არა ჴორციელთა ჰასაკთა ზედა, არამედ სულიერთა წესთა და სათნოებათა ჰასაკსა სამად მწყობრად განჰყოფს სავსებასა მორწმუნეთასა, და ორ-გზის მოაქცევს სახელის-დებასა მათსა, რაჲთა მეორედ მოქცევითა მათვე სახელთაჲთა პირველნი იგი თარგმნნეს. რამეთუ შვილ უწოდს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, რომელთა-იგი მეორედ ყრმადცა სახელ-სდებს, ვითარცა მიტევებისა ცოდვათაჲსა მიმღებელთა მეცნიერებითა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა, ყოველთა ღმრთისაჲთა. რამეთუ ესე პირველი დასი არს ახალმოსრულთაჲ სარწმუნოებად, ხოლო მეორე მწყობრ არიან მამანი, რომელ არიან მოხუცებულნი, რომელთა წარევლოს ჰასაკი საღმრთოდ ზრდილობისაჲ და მიეღოს სრულებაჲ ჰასაკსა შინა მრავალ-ჟამეულისა საღმრთოდ მოქალაქობისასა, და არღარა იყვნენ ჟამსა ბრძოლისა და შრომისასა, არამედ შუენოდის მამებრივ განსუენებაჲ, ვითარცა საღმრთოდ დამაშურალთა. ამათ მეორედ დასად დააწესებს ეკლესიისა. ხოლო მესამე და უზეშთაეს არიან ჭაბუკნი, რომელნი არცა საჩჩოებითა უსრულ, არცა სიბერითა დაჴსნილ იყვნენ, არამედ ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა მის ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, და განმტკიცებულებითა მათ შორის სიტყჳსა ღმრთისაჲთა მძლე ექმნებოდინ...
1 იოვანე 2:12
11. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.12. მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა.13. მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ.
1 იოვანე თავი 2