მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).

თარგმანი: ვითარმედ არა ახალი არს შჯული სიყუარულისაჲ, რომელი-იგი პირველ დასაბამითგანვე დაუნერგავს დამბადებელსა ბუნებასა შინა ჩუენსა, ვითარ-იგი პირუტყუნიცა და საცხოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა პატივ-ცემულთა. ვინაჲცა მაცხოვარი თჳთ ბუნებითისაგან წესისა ასწავებდა კაცთა, ვითარმედ: "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყვით მათდა მიმართ" (), რომელი-ესე არს მტკიცე საზღვარი ურთიერთას სიყუარულისაჲ. და ამისთჳს მცნებად არა პირველად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დასაბამითგანად უწოდს მოციქული სიყუარულსა, რამეთუ ბუნებითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().

მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი (2,8-11).

თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაცნა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ. ხოლო აწ ახლად მცნებად იტყჳს, რამეთუ ძუელი იგი წინა-მოსწავებაჲ საქმით სრულ იქმნა. ხოლო რაჟამს ნათელი ჭეშმარიტი სოფლად მოვიდა, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, და აოტა მიერ ბნელი არმური ეშმაკისაჲ, ამისთჳს, რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი არა არს ნათელსა შინა ჭეშმარიტისა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რამეთუ მოიძაგა კაცი, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. ესევითარი იგი ქრისტეს მოძულეცა იქმნების, რომელი-იგი ძმა ჩუენდა იქმნა, რაჲთა მიუთხრას სახელი მამისაჲ კაცთა, ძმად მისსა წოდებულთა ჴორცთშესხმისათჳს. ხოლო ქრისტეს მოძულე და ძმათ მოძულე ზოგად უცხო არს ყოვლისაგან საქმისა კეთილისა, და ყოველი ნათლისაგან განვრდომილი, ცხად არს, ვითარმედ ყოვლისაგან საღმრთოჲსა საქმისა დაკლებულ არს. ამისთჳსცა ბნელთა და უგზოთა შინა ვალს სიბრმითა გონებისა თჳსისაჲთა, რამეთუ ბნელმან ცოდვისამან დაუბრმნა თუალნი გონებისა მისისანი.

მოციქულისაჲ: მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა. მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ. მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისა თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტისადა (2,12-14).

თარგმანი: არა ჴორციელთა ჰასაკთა ზედა, არამედ სულიერთა წესთა და სათნოებათა ჰასაკსა სამად მწყობრად განჰყოფს სავსებასა მორწმუნეთასა, და ორ-გზის მოაქცევს სახელის-დებასა მათსა, რაჲთა მეორედ მოქცევითა მათვე სახელთაჲთა პირველნი იგი თარგმნნეს. რამეთუ შვილ უწოდს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, რომელთა-იგი მეორედ ყრმადცა სახელ-სდებს, ვითარცა მიტევებისა ცოდვათაჲსა მიმღებელთა მეცნიერებითა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა, ყოველთა ღმრთისაჲთა. რამეთუ ესე პირველი დასი არს ახალმოსრულთაჲ სარწმუნოებად, ხოლო მეორე მწყობრ არიან მამანი, რომელ არიან მოხუცებულნი, რომელთა წარევლოს ჰასაკი საღმრთოდ ზრდილობისაჲ და მიეღოს სრულებაჲ ჰასაკსა შინა მრავალ-ჟამეულისა საღმრთოდ მოქალაქობისასა, და არღარა იყვნენ ჟამსა ბრძოლისა და შრომისასა, არამედ შუენოდის მამებრივ განსუენებაჲ, ვითარცა საღმრთოდ დამაშურალთა. ამათ მეორედ დასად დააწესებს ეკლესიისა. ხოლო მესამე და უზეშთაეს არიან ჭაბუკნი, რომელნი არცა საჩჩოებითა უსრულ, არცა სიბერითა დაჴსნილ იყვნენ, არამედ ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა მის ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, და განმტკიცებულებითა მათ შორის სიტყჳსა ღმრთისაჲთა მძლე ექმნებოდინ ყოველსა ბოროტსა.

მოციქულისაჲ: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა, რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს: გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ და გულისთქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს. და სოფელი ესე წარჴდეს და გულისთქუმაჲ მისი. ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ჰგიეს უკუნისამდე (2,15-17).

თარგმანი: სამთავე მათ ზემო თქუმულთა დასთა ეკლესიისათა ერთბამად ამას მიუწერს, რაჲთა სოფელსა შინა ზეშთა სოფლისა იყვნენ, და ვითარმედ არა ბუნებითი არს, არცა დამბადებელისა მიერ დანერგული ბუნებასა შინა ჩუენსა ვნებულებით გულისთქუმაჲ რაჲსაჲცა, გარეგანი და ნამეტნავი საჭიროჲსა საჴმრისაჲ. ამისთჳს, რომელი სოფლისა ამაოებასა მიედევნოს, და გარეგან ბუნებითისა მის წესისა იქმნეს, ესევითარი-იგი განეშორების სიყუარულსა მადლით მამისა და ბუნებით შემოქმედისა და დამბადებელისა თჳსისა ღმრთისასა. რამეთუ არა დაადგრა წესსა მას ზედა, ვითარ-იგი მის მიერ დაბადებულ იყო. ამისსა შემდგომად წარმავალობითა სოფლისაჲთა და წარუვალობითა საუკუნოჲსაჲთა წადიერ გუყოფს ლტოლვად წარმავალთაგან და შედგომად ნებასა ღმრთისასა, რაჲთა მის თანა გუადიდნეს საუკუნესა, რამეთუ ესრეთ პატივ-სცემს იგი ყოველთა მოშიშთა მისთა.