მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:16

15. ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა.16. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.17. და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.
1 იოვანე თავი 2
16. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა, რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს: გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ და გულისთქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს. და სოფელი ესე წარჴდეს და გულისთქუმაჲ მისი. ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ჰგიეს უკუნისამდე (2,15-17).:

თარგმანი: სამთავე მათ ზემო თქუმულთა დასთა ეკლესიისათა ერთბამად ამას მიუწერს, რაჲთა სოფელსა შინა ზეშთა სოფლისა იყვნენ, და ვითარმედ არა ბუნებითი არს, არცა დამბადებელისა მიერ დანერგული ბუნებასა შინა ჩუენსა ვნებულებით გულისთქუმაჲ რაჲსაჲცა, გარეგანი და ნამეტნავი საჭიროჲსა საჴმრისაჲ. ამისთჳს, რომელი სოფლისა ამაოებასა მიედევნოს, და გარეგან ბუნებითისა მის წესისა იქმნეს, ესევითარი-იგი განეშორების სიყუარულსა მადლით მამისა და ბუნებით შემოქმედისა და დამბადებელისა თჳსისა ღმრთისასა. რამეთუ არა დაადგრა წესსა მას ზედა, ვითარ-იგი მის მიერ დაბადებულ იყო. ამისსა შემდგომად წარმავალობითა სოფლისაჲთა და წარუვალობითა საუკუნოჲსაჲთა წადიერ გუყოფს ლტოლვად წარმავალთაგან და შედგომად ნებასა ღმრთისასა, რაჲთა მის თანა გუადიდნეს საუკუნესა, რამეთუ ესრეთ პატივ-სცემს იგი ყოველთა მოშიშთა მისთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის