თარგმანი: კუალად სხუანი მწვალებელნი გამოჩნდეს, რომელნი სხუად იტყოდეს მამასა ღმერთსა და კუალად თჳსაგან უსახელოდ მისგან მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. ესენიცა სამართლად შეიჩუენებიან, რამეთუ მამისა თანა ძესაცა უარ-ჰყოფენ, რაჟამს ლიტონად კაცად აღიარებდენ მას და არა, ვითარ-იგი არს, —ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.
1 იოვანე 2:23
22. ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაჲ და ძე.23. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.24. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.
1 იოვანე თავი 2