მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ყრმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს. და ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს, და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს (2,18).

თარგმანი: ასწავა რაჲ მოგებისათჳს კეთილთა საქმეთაჲსა და სიძულილისათჳს წარმავალისა ამის სოფლისა, აწ ჟამისაცა უკუანაჲსკნელობითა შეაძრწუნებს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, ვითარმცა მოაჴსენებდა, ვითარმედ, დაღაცათუ ჟამ რავდენმე ჰყოვნის ზოგადი აღსასრული ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ მოგუეახლების დღითი-დღე აღსასრული კაცად-კაცადსა. და უკუეთუ ვიტყოდით, ვითარმედ ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ ანტისაჲ, არამედ აჰა აწცა გამოჩინებულ არიან წვალებანი, მოყუასნი და მსგავსნი მისნი. ამისთჳს განიფრთხვეთ შიშითა აღსასრულისა მახლობელობისაჲთა.

მოციქულისაჲ: ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა. არამედ, რაჲთა ცხად იყვნენ, ვითარმედ არა არიან ყოველნი ჩუენგან (2,19).

თარგმანი: ამას იტყჳს მოწაფეთა მათთჳს, რომელნი ბოროტად გარდაქცეულ იქმნნეს მოწყობისაგან მოციქულთაჲსა მგმობარ და მწვალებელ ყოფად, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ, ოდეს-იგი ჩუენ თანა იყვნეს, არავე ჩუენგანნი იყვნეს, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი ყოფილ იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა. გარნა ცხად არს, ვითარმედ არა ყოველნი ქრისტეს მოწაფედ სახელდებულნი, ჭეშმარიტთა მოწაფეთა მისთაგანნი არიან, არამედ იგინი ოდენ, რომელნი საქმეთა მისთა მსგავსებითა პატიოსან ჰყოფდენ სახელსა მოწფობისა თჳსისასა.

მოციქულისაჲ: და თქუენცა ცხებულებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე. არა მივწერე თქუენდა, ვითარმედ: არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ, ვითარმედ იცით იგი; და რამეთუ ყოველი ტყუილი ჭეშმარიტებისაგან არა არს (2,20-21).

თარგმანი: ყოველთა ნათელღებულთა ცხებულებაჲ აქუს სულისა მიერ წმიდისა და ყოველთა წმიდამყოფელისა, რომლისა მიერ ვიქნებით მკჳდრ ღმრთისა და თანა-მკჳდრ ქრისტესსა, და უეჭუელითა შემეცნებითა ჭეშმარიტებისაჲთა უცხოდ განვჰკუეთთ ყოველსა ტყუილსა და სიცრუესა.

მოციქულისაჲ: ვინ-მე არს მტყუარი იგი, ანუ არა რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? (2,22).

თარგმანი: ესე წვალებაჲ არს სიმონიანთაჲ, რომელნი სხუად იტყოდეს იესუს და სხუად ქრისტეს, რამეთუ იესუდ იტყოდეს მარიამისგან შობილსა, ხოლო ქრისტედ — სახითა ტრედისაჲთა იორდანეს გარდამოსრულსა. ამისთჳს შეიჩუენებიან და სახელითა ტყუილისა მამისა ეშმაკისაჲთა განიქიქნებიან, ვითარცა საქმით და სიტყჳთ მობაძავნი მისნი.

მოციქულისაჲ: ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს: მამაჲ და ძე. ყოველმან რომელმან უარ-ყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა (2,22-23).

თარგმანი: კუალად სხუანი მწვალებელნი გამოჩნდეს, რომელნი სხუად იტყოდეს მამასა ღმერთსა და კუალად თჳსაგან უსახელოდ მისგან მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. ესენიცა სამართლად შეიჩუენებიან, რამეთუ მამისა თანა ძესაცა უარ-ჰყოფენ, რაჟამს ლიტონად კაცად აღიარებდენ მას და არა, ვითარ-იგი არს, —ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.

მოციქულისაჲ: რომელმან აღიაროს ძე, და მამაჲცა არს მის თანა (2,23).

თარგმანი: ზოგად პირსა სცემს სიტყუაჲ ესე ჰურიათა და სიმონიანთა, რომელნი-იგი მამისა მსახურ-ყოფად იტყჳან თავთა თჳსთა, ხოლო ძესა უარ-ჰყოფენ. არამედ მოციქული ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ძისა უარის-მყოფელი მამისა უარის-მყოფელ არს, ხოლო ძისა აღმსაარებელი მამისაცა აღმსაარებელ არს.

მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ (2,24-25).

თარგმანი: ამას დაუდებს საზღვრად შჯულთა კეთილად მორწმუნეობისათა, ვითარმედ: უკუეთუ უცვალებელად იპყრან მოძღურებაჲ მართლმადიდებლობისაჲ, განუყოფელ იყვნენ იგინი მახლობელობისაგან მამისა და ძისა, რომელი-ესე არს თავი აღთქუმათაჲ, რომელი-იგი ქრისტემან თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. და ჭეშმარიტად მახლობელობაჲ ღმრთისაჲ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

მოციქულისაჲ: ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს. და თქუენცა ცხებულებაჲ იგი, რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს, და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს, და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუვილ. და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა (2,26-28).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ რაჲ ესე წარმოვთქუ, წინა-განსაკრძალებელად ყოფადთა წვალებათა წარმოვთქუ, ხოლო თქუენ ამას გეტყჳ, რაჲთა არარაჲთ ქუეყნიერითა და მიწისა ზრუნვათაგანითა შეამრღჳოთ საცხორებელად თქუენდა მოცემული იგი ქრისტეს მიერ საცხებელი სულისა წმიდისაჲ, და ვერცა ერთითა რაჲთ მძლე გექმნეს თქუენ ეშმაკი, რაჟამს სული წმიდაჲ გაქუნდეს მოძღურად და მასწავლელად ყოველსა შინა ცხორებასა თქუენსა, ყოვლისავე ღმრთისმსახურებით და კრძალულებით მოქალაქობისა. და უკუეთუ ეგრეთ მოძღურებასა ზედა მისსა, არასადა გრცხუენეს, არამედ კადნიერებით დასდგეთ წინაშე პირსა დიდებით მოსლვისა თუალ-უხუავისა მის მსაჯულისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან, რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს (2,29).

თარგმანი: არსებითი სიმართლე არს ღმერთი, და რომელმან შეიყუაროს ქმნაჲ სიმართლისაჲ და ჰყოფდეს მას, ესევითარი მადლით იშვების მისგან, ძალისაებრ კაცობრივისა მსგავსებითა მისითა.

მოციქულისაჲ: იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიცოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს (3,1).

თარგმანი: შვილებაჲ ესე მადლით მოგჳღებიეს ნათლისღებისა მიერ, მონიჭებითა ჩუენდა სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳს სოფელი, რომელ არიან ბოროტნი კაცნი ზოგად, უმეცარ არიან ჩუენდა და მისდა, რომელმან-იგი სოფლით მიწოდნა ჩუენ შვილებასა მას ზეცისასა.

მოციქულისაჲ: საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ, და არღა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა-იგი არს (3,2).

თარგმანი: ვინაჲთგან ვიდრე-ესე ჴორცთაღა შინა ვიყვნეთ, დაღაცათუ შვილებისა მადლსა ღირს-ვიქმნნეთ, არამედ უცნაურ არს ჩუენდა, თუ რაჲ ყოფად ვართ, რამეთუ საშიშ არს, ნუუკუე განვვარდეთ შვილებისაგან და მკჳდრობისა საუკუნეთა კეთილთაჲსა, ბოროტად შთავრდომითა მთხრებლსა ცოდვისასა; ხოლო უკუეთუ ვიდრე აღსასრულამდე დავიცვათ ცხებულებაჲ და ჩინებულებაჲ, და განმზადებულნი დავემთხჳნეთ დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისა მისისა, რაჟამს-იგი ვიხილოთ, ვითარ იგი არს არა თუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, რომელი-იგი უხილავ არს, არამედ მითვე ჴორცითა, რომლითა-იგი ამაღლდა ჩუენგან, და რომლითა კუალად მომავალ არს განშჯად სოფლისა.

მაქსიმესი: გესმას რაჲ იოვანესგან, ვითარმედ: "არღა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ" (), თანა-შეატყუ პავლესსა მას, რომელ იტყჳს: "აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვცნა, ვითარცა შევემეცნე" (). რამეთუ ესრეთ ორნივე ესე ზოგად გუაუწყებენ, ვითარმედ აწინდელი ესე ცნობაჲ მცირე არს და უსრულ მერმესა მას თანა, არღარა ვითარცა სარკითა, არამედ პირსა პირისპირ ხედვასა.

მოციქულისაჲ: და ყოველსა, რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისსა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს (3,3).

თარგმანი: რომელსა აქუნდეს სასოებაჲ მერმისა მის უსრულესად ცნობისაჲ, უჴმს აქვე განწმედაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მსგავსად აქა განწმედისა მიცემად არს მუნ საზომი ცნობისა და ხედვისა საღმრთოჲსაჲ.

მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უშჯულოებაჲცა ქმნეს, და ცოდვაჲ იგი არს უშჯულოებაჲ. და იცით, რამეთუ გამოჩნდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს (3,4-5).

თარგმანი: მრავალ-ჟამ მიმყოვრებაჲ ცოდვასა შინა — მცირედ-მცირედ უშჯულო ჰყოფს კაცსა, რაჟამს განამრავლოს მრავალ-გზის ცოდვითა გარდასლვაჲ შჯულისაჲ. და თჳთ მოქმედებითა ცოდვისაჲთა მიიწიოს საზომსა უშჯულოთასა. აწ უკუე უჴმს ქრისტეანესა, რაჲთა არა უჴმარ ყოს თავისა თჳსისათჳს მიზეზი იგი ქრისტეს მოსლვისაჲ. არცა დააკლდეს მსგავსებასა მოძღურისა მის სახიერისასა, რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა, ხოლო მას თავადსა არცა ერთ რაჲ შეეხო სენთა გინა ვნებათა ჩუენთაგანი.

მოციქულისაჲ: ყოველი, რომელი მის თანა ეგოს, არა ცოდოს, და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი (3,6).

თარგმანი: ესე არს საზღვარი ღმრთისა თანა ყოფისაჲ, რაჲთა წმიდა ვიყვნეთ, ვითარცა იგი თავადი წმიდა არს. ხოლო ცოდვასა რაჲ შინა ვიყვნეთ, სრულიად უცხო ვიქმნებით ხედვისა და ცნობისა მისისაგან.

მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა-იგი თავადიცა მართალ არს (3,7).

თარგმანი: ყოველთავე სათნოებათა, რომელნი ღმერთსა ჰქონან ბუნებით, ვითარ სიმართლე და სიწმიდე, სახიერებაჲ და მოწყალებაჲ, ესე ყოველნი ჩუენ მოგუემადლებიან მადლით, რაჟამს მოქმედ ვიქმნნეთ რომლისაცა მათგანისა და მის მიერ მსგავს მამისა ჩუენისა ზეცათაჲსა.

მოციქულისაჲ: რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს (3,8).

თარგმანი: რაოდენგზისცა ვქმნათ ცოდვაჲ, ვიქმნებით შვილ ეშმაკისა, რომელი-იგი დასაბამითგან ცოდავს, თჳსისავე მთხრებლისა წარსაწყმედელად მიზიდვითა კაცთაჲთა და გულისთქუმათა მიერ და ბოროტთა გულისსიტყუათა მთესველობითა მათ შორის ღუარძლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი. ყოველი, რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს, და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს. ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი (3,8-10).

თარგმანი: განჴორციელებითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა მოუძლურდა ყოველი მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ და ბოროტთა საქმეთა მისთაჲ, რაჟამს სული იგი საღმრთოჲ დაჰნერგა ჩუენ შორის ნათლისღებისა მიერ. ვინაჲცა აქა მოციქული არა თუ თჳთმფლობელობასა კაცთასა დაჰჴსნის, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად; არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ, ვიდრემდის მადლი სულისა წმიდისაჲ იყოს კაცისა თანა თესლად ღმრთივ-მოცემულად წმიდისა ნათლისღებისა მიერ, არა შთავარდების კაცი ცოდვასა, არამედ პირველად შევაწუხებთ მას და წარვიოტებთ სულთაგან ჩუენთა, და ეგრეთღა მონა ვიქმნებით ყოვლისა არაწმიდებისა, და, ნაცვალად შვილებისა ღმრთისა, დავიმკჳდრებთ შვილებასა ეშმაკისასა. ამისთჳს გუესმის პავლესგან წინა-განკრძალებით ესრეთ: "ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა" () და შემდგომი ამისი.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე პირველი > თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ