მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:28

27. და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა.28. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.29. უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს.
1 იოვანე თავი 2
28. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს. და თქუენცა ცხებულებაჲ იგი, რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს, და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს, და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუვილ. და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა (2,26-28).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ რაჲ ესე წარმოვთქუ, წინა-განსაკრძალებელად ყოფადთა წვალებათა წარმოვთქუ, ხოლო თქუენ ამას გეტყჳ, რაჲთა არარაჲთ ქუეყნიერითა და მიწისა ზრუნვათაგანითა შეამრღჳოთ საცხორებელად თქუენდა მოცემული იგი ქრისტეს მიერ საცხებელი სულისა წმიდისაჲ, და ვერცა ერთითა რაჲთ მძლე გექმნეს თქუენ ეშმაკი, რაჟამს სული წმიდაჲ გაქუნდეს მოძღურად და მასწავლელად ყოველსა შინა ცხორებასა თქუენსა, ყოვლისავე ღმრთისმსახურებით და კრძალულებით მოქალაქობისა. და უკუეთუ ეგრეთ მოძღურებასა ზედა მისსა, არასადა გრცხუენეს, არამედ კადნიერებით დასდგეთ წინაშე პირსა დიდებით მოსლვისა თუალ-უხუავისა მის მსაჯულისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის