თარგმანი: წმიდანი წერილნი უმრავლესსა ადგილსა არა ლიტონსა რასმე ქონებასა მეცნიერებისასა, არამედ საქმითსა თჳსებასა და მსგავსებასა უწოდენ ღმრთისმეცნიერება. აწ უკუე, რომელი საუფლოთა მცნებათა არა იმარხვიდეს, არცა საქმით ემსგავსებოდის ძალისაებრ მამასა თჳსსა ზეცათასა, ესევითარსა მას არღა უცნობიეს ღმერთი, ვითარ-იგი ჯერ-არს, არცა ცნობილ არს მის მიერ. ამისთჳს სამართლად ესმის მისგან: არა გიცი, ვინაჲ ხარ, განმეშორე ჩემგან, მოქმედო უშჯულოებისაო.
1 იოვანე 2:3
2. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ.3. და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.4. რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა.
1 იოვანე თავი 2