თარგმანი: ესე არს ცნობაჲ ღმრთისაჲ — დაცვაჲ მცნებათა მისთაჲ; და ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა საქმით აღვასრულეთ სიტყუანი ბრძანებათა მისთანი. და ესე არს ქრისტეს თანა ყოფაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი სიმდაბლით და ჭირთა თავს-დებით იქცეოდა ქუეყანასა ზედა კაცთა შორის, მათვე კუალთა ვიდოდით სიმდაბლისა და სახიერებისა მისისათა, რომელმან-იგი ყოველივე თავს-იდვა ჩუენთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ ამისსა თანამდებ გუყოფს ჩუენ ღმრთისმეტყუელი და მახარებელი, რაჲთა, უკუეთუ გუენებოს არა-განშორებაჲ მისი ჩუენგან, მათვე კუალთა მოსწრაფე ვიყვნეთ შედგომად, რომელთაჲ სახე მოგუცა ჩუენ თავისა მიერ თჳსისა სიტყუამან, ჩუენთჳს განჴორციელებულმან და სიკუდიდ მიცემულმან.
5. ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.6. რომელმან თქუეს მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მისი სლვაჲ.7. ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან.
1 იოვანე თავი 2