თარგმანი: ვითარ-იგი მაცხოვარი ძირითურთ აღმოჰფხურის ვნებათა, რამეთუ გულისთქუმად გუაყენებს მრუშებისათჳს, ხოლო განრისხებად - კაცის-კლვისათჳს, ეგრეთვე აწ ღმრთისმეტყუელი, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ სიძულილისაგან იშვების კაცის-კლვაჲ, კაცისმკლველ უწოდს ძმის მოძულესა, რაჲთა ბოროტებითა სახელისაჲთა ძირითურთ აღმოჰფხურას სიბოროტე საქმისაჲ და შეგუაძრწუნნეს განვრდომითა საუკუნოჲსა ცხორებისაგან. ესე თჳთ თავადი არს უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელი-იგი არა დაიმკჳდრებს ძმათ-მოძულეთა შორის, ვითარცა თჳთ ბუნებით სიყუარული.
14. ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.15. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.16. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
1 იოვანე თავი 3