თარგმანი: ყოვლისაჲვე საჴმართა და მონაგებთაჲ ესრეთ ჰნებავს განწესებად ქადაგთა ჭეშმარიტებისათა, რაჲთა არავინ თქუას ძმათა ქრისტეანეთაგანმან მონაგები თჳსი თჳსად, არამედ რაჲთა ყოველივე საზოგადოდ და უშურველად საჴმრად წინამდებარე იყოს ყოველთათჳს და ესრეთ დაიმკჳდრონ სახელი ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისაჲ.
1 იოვანე 3:17
16. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.17. უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?18. შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
1 იოვანე თავი 3