მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 3:20

19. და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.20. რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.21. საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
1 იოვანე თავი 3
20. რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა, და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ, და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან, რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი (3,18-20).:

თარგმანი: ვინაჲთგან გულთ-მეცნიერ არს ღმერთი, ამისთჳს ყოველსავე გულითადსა ეძიებს, და არარას მაჩუენებლობითსა მიითუალავს. ამისთჳს საქმით და ჭეშმარიტებით ჯერ-არს ქონებაჲ სიყუარულისაჲ, და რაჲთა არცა ერთი ორგულებაჲ იყოს გულთა შინა ჩუენთა, რამეთუ უკუეთუ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ მძიმე არს და მოუთმენელად მწერტელ, რაოდენ უფროჲს ცნობაჲ ღმრთისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის, რაოდენსა გუგმობდეს და განგჳკითხვიდეს გული ჩუენი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის