მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 3:4

3. და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს.4. ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ.5. და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს.
1 იოვანე თავი 3
4. ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უშჯულოებაჲცა ქმნეს, და ცოდვაჲ იგი არს უშჯულოებაჲ. და იცით, რამეთუ გამოჩნდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს (3,4-5).:

თარგმანი: მრავალ-ჟამ მიმყოვრებაჲ ცოდვასა შინა — მცირედ-მცირედ უშჯულო ჰყოფს კაცსა, რაჟამს განამრავლოს მრავალ-გზის ცოდვითა გარდასლვაჲ შჯულისაჲ. და თჳთ მოქმედებითა ცოდვისაჲთა მიიწიოს საზომსა უშჯულოთასა. აწ უკუე უჴმს ქრისტეანესა, რაჲთა არა უჴმარ ყოს თავისა თჳსისათჳს მიზეზი იგი ქრისტეს მოსლვისაჲ. არცა დააკლდეს მსგავსებასა მოძღურისა მის სახიერისასა, რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა, ხოლო მას თავადსა არცა ერთ რაჲ შეეხო სენთა გინა ვნებათა ჩუენთაგანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის