თარგმანი: ყოველთავე სათნოებათა, რომელნი ღმერთსა ჰქონან ბუნებით, ვითარ სიმართლე და სიწმიდე, სახიერებაჲ და მოწყალებაჲ, ესე ყოველნი ჩუენ მოგუემადლებიან მადლით, რაჟამს მოქმედ ვიქმნნეთ რომლისაცა მათგანისა და მის მიერ მსგავს მამისა ჩუენისა ზეცათაჲსა.
1 იოვანე 3:7
6. ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.7. შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.8. რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.
1 იოვანე თავი 3