მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 4:12

11. საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული.12. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს.13. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ.
1 იოვანე თავი 4
12. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს.
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არა სადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს (4,11-12).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა თუალით ხილულად, არამედ უხილავად და საცნაურად იქმნების ჩუენ შორის დამკჳდრებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს ამას მოგუცემს მაუწყებელად, რაჲთა უწყოდით ჩუენ შორის ყოფაჲ მისი, უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას და ვჰბაძვიდეთ მისსა მას ჩუენდა მომართ სიყუარულსა და ძალისაებრ გარდავიჴდიდეთ თანა-ნადებსა მოყუასთა და ძმათა ჩუენთა მიმართ ჩუენებითა სიყუარულისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის