თარგმანი: შემდგომად ქრისტეს ზეცად ამაღლებისა, მყის მრავალთა ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოციქულთა ფრიადნი წვალებანი შემოიხუნეს სოფლად, რომელთა აწ განაქიქებს. რამეთუ იყვნეს ვინმე, რომელთა თქუეს, ვითარმედ ოცნებით ჩემებითა კაცებისაჲთა ზეცით გარდამოიხუნა ჴორცნი უფალმან, რომელთა წვალებაჲ განიჩემეს მანიქეველთა. ამისთჳს მოციქული განგდებულ ჰყოფს ღმრთისაგან, უვარის-მყოფელთა ქრისტეს ჴორცთშესხმისათა, და მათ ხოლო უწოდს ღმრთისა მიერად, რომელთა აღიარონ და ქადაგონ ჭეშმარიტებით ჩუენ კაცთაგან მიღებითა ჴორცთაჲთა განკაცებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ. ხოლო აღსაარებასა თანა მართალსა უჴმს სრულებაჲმცა მცნებათა მისთა მორჩილებისაჲ.
1 იოვანე 4:2
...1 ტიმ 5:8); და კვლავ: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ“ (), ასეთი ღმერთს პატივს არ სცემს; და კვლავ: „ძმისა თჳსისა მოძულე ღმერთს არა იცნობს“ (; )1. ხედავ, რამდენი სახეა უკეთურებისა? ამიტომ ამბობს: „ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა“ (). რადგან უკრძალველი მარტო მეძავი კი არ არის, არამედ ანგარიც შეიძლება უკრძალველად და თავშეუკავებლად იწოდოს; ვინაიდან ეს სურვილიც სხეულთა სურვილზე არანაკლებია. ამიტომ ვინც მას არ თოკავს, თავშეუკავებლად იწოდება; რადგან სურვილის მოთოკვის არქონის გამო იწოდებიან თავშეუკავებლებად. ამგვარად, მეც ვიტყოდი, რომ მრისხანეც თავშეუკავებელია, შურიანიც, ვერცხლისმოყვარეც, მზაკვარიც, და ყოველი, ვინც ცოდვაშია, თავშეუკავებ...
...ლოცულობ? და ეს რაღაა? მოწყალების გარეშე ლოცვა უნაყოფოა; მის გარეშე ყველაფერი უწმინდურია, ყველაფერი უსარგებლოა; სათნოების უმეტესი ნაწილი მოიკვეთება. ამბობს: „რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი" (), „მან არა იცის ღმერთი" (). შენ კი როგორ გიყვარს, როცა ამ მცირე და უბრალო საგნებიდანაც არ გსურს, მას უწილო? მითხარ-ღა, უმანკოდ ცხოვრობ? რისთვის? განა სასჯელის შიშით არა? არავითარ შემთხვევაში, არამედ ამ საქმეს ბუნებით მისდევ; რადგან თუ უმანკოდ ცხოვრობ სასჯელის შიშით და ასეთ იძულებასა და ასეთ მძლავრობას ითმენ, გაცილებით მეტად მოწყალების ქმნა გმართებდა. რადგან ერთნაირი არ არის ფულის სურვილის დაძლევა და სხეულთა სურვილის დაძლევა; აქ უფრო დიდი შრომაა. რატომღა? იმიტომ, რომ სიამოვნება ბუნე...
...ვისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ ().
„საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია“ ().
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერებს, ვინც არ აკვირდება და არ მუშაობს საკუთარ გრძნობებზე, გულსა და გონებაზე, რათა უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები დადებითით შეცვალოს.
მე მივმართავ მთელ ჩვენს ერს, საქართველოს მოსახლეობას, გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისა და ღვთისაკენ. ეცადეთ ყოველ თქვენს მოქმედებას სიყვარული ედოს საფუძვლად, რათა იყოთ მსახური უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა.
თუ ჭეშ...
...სიყვარულს, რომელშიც გაერთიანებულია ყოვლისმომცველი სიყვარული მამისა, თავშეწირული სიყვარული ძისა და განმანათლებელი სიყვარული სულისა წმიდისა, კაცობრიობა შვილის სიყვარულით უნდა პასუხობდეს. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: უკეთუ ვინმე თქვას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თჳსი სძულდეს, მტყუარ არს... ().
შესანიშნავია წმიდა ისიდორე პელუსიოტის სიტყვები: „თუმცა სიყვარული ღვთისადმი დიდად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ძვირფასია შეერთება სიყვარულით მოყვასისადმი. მაგრამ იმისათვის, რომ სხვა შეიყვარო, საჭიროა საკუთარი თავი, ეგოიზმი და სიამაყე დაძლიო“.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს, როდესაც ჩვენ უხვად ვასაჩუქრებთ ერთმანეთს სიხარულითა და სიყვარულით, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქორწინების საიდუმლოების სიდიადე, რომლისადმი დამოკიდებულება დღესდღეობით შესუსტებულია.
ქორწინება და შვილიერება ღვთით დადგენილი მისტერიაა. ესაა ახალი ცხოვრება. ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში. ქორწინება დაურღვეველია. მაცხოვარი ამბობს: რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ (მარკოზი 10,9). არც დაქორწინებულ მამაკაცს და არც მითუმეტე...