მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 4:8

7. საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.8. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს.9. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.
1 იოვანე თავი 4
8. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს, და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს (4,7-8).:

თარგმანი: რომლითაცა სახითა სათნოებისაჲთა ვემსგავსნეთ ღმერთსა, ნაშობ მისსა გუეწოდების, და მეცნიერებასა სიტყჳთსა და აღსაარებითსა საქმითი მორჩილებაჲ მცნებათა მისთაჲ საძიებელ იქმნების. ხოლო უფროჲს ყოველთა ურთიერთას სიყუარულითა ვემსგავსებით მას, რომელსა-იგი სიყუარულ უწოდიან უფროჲს ყოვლისა სახელისა, მისდა განკუთნვილისა. გარნა ამიერ გჳჴმს ფრიადი კრძალულებისა ქონებაჲ, რაჲთა არა მტყუარ ანუ საეშმაკო იყოს სიყუარული ჩუენი, ვითარ-იგი არს ბოროტებასა ზედა შეთქუმულთა მოყუასთაჲ, არამედ ყოვლითურთ წმიდად და უბიწოდ ჯერ-არს დამარხვაჲ სიყუარულისაჲ, შეუხებელად ყოვლისაგან სივერაგისა და მზაკუვარებისა, რაჲთა, ვითარცა შვილნი ღმრთისანი და ძმანი, შობილნი წმიდისა ემბაზისანი, ესრეთ ვიყუარებოდით ურთიერთას.

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...იეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“** (); და კვლავ: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ“ (), ასეთი ღმერთს პატივს არ სცემს; და კვლავ: „ძმისა თჳსისა მოძულე ღმერთს არა იცნობს“ (; )1. ხედავ, რამდენი სახეა უკეთურებისა? ამიტომ ამბობს: „ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა“ (). რადგან უკრძალველი მარტო მეძავი კი არ არის, არამედ ანგარიც შეიძლება უკრძალველად და თავშეუკავებლად იწოდოს; ვინაიდან ეს სურვილიც სხეულთა სურვილზე არანაკლებია. ამიტომ ვინც მას არ თოკავს, თავშეუკავებლად იწოდება; რადგან სურვილის მოთოკვის არქონის გამო იწოდებიან თავშეუკავებლებად. ამგვარად, მეც ვიტყოდი, რომ მრისხანეც თავშეუკავებელია, შურიანიც, ვერცხლისმოყვ...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...მოწყალების გარეშე ლოცვა უნაყოფოა; მის გარეშე ყველაფერი უწმინდურია, ყველაფერი უსარგებლოა; სათნოების უმეტესი ნაწილი მოიკვეთება. ამბობს: „რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი" (), „მან არა იცის ღმერთი" (). შენ კი როგორ გიყვარს, როცა ამ მცირე და უბრალო საგნებიდანაც არ გსურს, მას უწილო? მითხარ-ღა, უმანკოდ ცხოვრობ? რისთვის? განა სასჯელის შიშით არა? არავითარ შემთხვევაში, არამედ ამ საქმეს ბუნებით მისდევ; რადგან თუ უმანკოდ ცხოვრობ სასჯელის შიშით და ასეთ იძულებასა და ასეთ მძლავრობას ითმენ, გაცილებით მეტად მოწყალების ქმნა გმართებდა. რადგან ერთნაირი არ არის ფულის სურვილის დაძლევა და სხეულთა სურვილის დაძლევა; აქ უფრო დიდი შრომაა. რატომღა? იმიტომ, რომ სიამოვნება ბუნებითია, ჩვენს სხეულში ჩათესილიც არის და ჩარგულიც, ფულთან დაკავშირებული კი აღ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს::

...სტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინვებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი სიყუარული არს“ ().

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.

ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა: „ცხოვრება მკვეთრად გამოყოფს ადამიანთა ორ ძირითად სახეს: მხატვრებს და მოაზროვნეთ. მათ შორის დიდი განსხვავებაა. მხატვრები სრულად, მთლიანად, ყოველგვარი დანაწილებისა და ჩამონაჭრების გარეშე იწოვენ სინამდვილეს. მოაზროვნენი კი - ყოფენ, აცალკევებენ მას და შემდეგ ამ ნაწილებს აერთებენ და ცდილობენ ასეთი სინამდვილე ხელახლა გააცოცხლონ“ (ტ. 3. გვ. 213, 1951 წ.). როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის აუცილებელია სიყვარულით ცხოვრება.

ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.

წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთ...

სრულად ნახვა