თარგმანი: ამის ქველის-მოქმედებისა მარადის ჴსენებაჲ გჳღირს, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ მან პირველად შემიყუარნა. და ესე იყო საზღვარი გარდამატებულისა სიყუარულისაჲ, ვითარ მხოლოდშობილსა თჳსსა არა ჰრიდა სიკუდიდ მიცემად ჩუენთჳს, ეგრეთვე ჩუენ ნუ პირველად მოყუასთაგან ვეძიებთ ჩუენებასა სიყუარულისასა. არამედ ჩუენ პირველად შევიყუარნეთ ძმანი ჩუენნი; არა ვითარმცა ნაცვალსა გარდავიჴდიდით მათისა სიყუარულისასა, არამედ ვითარმცა შჯულსა აღვასრულებდით სამეუფოსა ურთიერთას დაცვითა საღმრთოჲსა მის შვილებისა და ძმობისა და ძალისაებრ მსგავსებისასაცა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა ჩუენისა, ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა და ყოვლისავე ჩუენთჳს განმგებელისასა.
1 იოვანე 4:9
8. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს.9. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.10. და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა.
1 იოვანე თავი 4