თარგმანი: კუალად მწვალებელთა პირსა სცემს და ძირითურთ აღმოჰფხურის ბოროტსა მათსა ზედაჲს-ზედა თქუმითა, ვითარმედ არა სხუაჲ არს იესუ, მარიამისგან შობილი და სხუაჲ — ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, არამედ ერთ არს და იგივე უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, პირველ საუკუნეთა მხოლოდშობილი მამისაგან, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჴორცშესხმული ქალწულისაგან, ღმერთი და კაცი, ერთი გუამი ორითა ბუნებითა.
1 იოვანე 5:1
1. ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან.2. ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.
1 იოვანე თავი 5