თარგმანი: რომელნი-ესე მადლით ღმრთისაგან ვიშვებით და უწყით თუ ვითარ ვიშვებით, ცხად არს, ვითარმედ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მისითა ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა მიერ განსწავლულნი, არა მწვალებელთაებრ ვიტყჳთ სოფლისა ბოროტსა ზედა დგომასა, რაჲთამცა ღმრთივ ქმნულსა რასაცა სიბოროტე დავსწამეთ, რომელიც-ესე ნუ იყოფინ; რამეთუ ყოველივე, რაოდენი ქმნა ღმერთმან, კეთილ არს ფრიად. ხოლო ჩუენ რაჟამს ვთქუათ სოფლისა სიბოროტე, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "სოფლად" ესევითარსა მას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდთ, რამეთუ სოფელი ესე ხილული უსულო არს და უგრძნობელ, ხოლო მაცხოვარი იტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (), რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ აწ ღმრთისმეტყუელიცა და მუნ მაცხოვარიცა და ვინცა რას ესევითარსა იტყოდის ბოროტ ყოფასა სოფლისასა, ბოროტთა კაცთა "სოფლად" უწოდს. რამეთუ ჩუენ კაცნი თჳთმფლობელად დაბადებულნი ვიქმნებით, ვითარ გჳნდეს, — ბოროტ გინა კეთილ; და ჩუენი არს ქმნაჲ სიყუარულისა და სიძულილისაჲ, რამეთუ შევიცვალებით, ვითარცა გჳნდეს....
1 იოვანე 5:19
18. ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს.19. ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.20. ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ.
1 იოვანე თავი 5