მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ზ̂. შეწევნისათჳს შეცოდებულისა ძმისა ლოცვისა მიერ და ცოდვისათჳს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ. არს ცოდვაჲ სასიკუდინე. არა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს. და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე (5,16-17).

თარგმანი: რომელი არა წარმდებებით და არცა მეცნიერებით, არამედ უმეცრებით სცთებოდის, ესევითარისა მის ცოდვაჲ არა სასიკუდინე არს. რამეთუ ვითარ-იგი არიან სენნი სასიკუდინენი და არა სასიკუდინენი, ეგრეთვე იხილვების ცოდვათაცა შორის. და ვითარ-იგი თქჳს მკურნალმან, ვითარმედ: ამისი სენი არა სასიკუდინე, არცა განსაწირველ არს; და კუალად სხჳსათჳს თქჳს: ამას არაჲ ეკურნების, რამეთუ სასიკუდინე არს; ეგრეთვე ცოდვანი — სენნი არიან სულისანი. და რომელი უმეცრებით ცოდვიდეს, ამისი სენი არა სასიკუდინე არს, არამედ ადვილად განიკურნების სწავლითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ. და კუალად, რომელი დაღაცათუ მეცნიერებით ცოდვიდეს, არამედ არა წარმოებებით, გარნა ჩუეულებისა მიერ იმძლავრებოდის, ეგევითარი დაღაცათუ მძიმედ საკურნებელ არს, არამედ არავე სრულიად სასიკუდინე, რამეთუ განიკურნების შეწევნითა წმიდათა ლოცვისათა, რაჟამს თჳთცა თანა-შეეწეოდის მათ, ქონებითა მტკიცისა სარწმუნოებისაჲთა ღმრთისა მიმართ და მოძღუართა მიმართ სულიერთა. ხოლო ცოდვა სასიკუდინე და ყოვლად უკურნებელ არს, რაჟამს ქონებითა ბოროტისა ურწმუნოებისაჲთა ცოდვასა ზედა-დაჰრთოს სასოწარკუეთილებაჲ მსგავსად იუდაჲსსა და ურწმუნო იქმნეს ანუ შიშსა ყოფადისა საშჯელისასა, ანუ ძალსა ამას ღმრთისა სახიერებისასა, ვითარმედ სინანულისა მიერ მიუტევებს ბრალთა, და ესრეთ წარჴსნილად ცოდვიდეს. ესე არს ცოდვაჲ სასიკუდინე და უკურნებელი. ამისთჳსცა ყოველმან ხემან, რომელმან არა ყოს ნაყოფი სინანულისაჲ, მოეკუეთების და ცეცხლსა დაედების. ამისთჳსცა მოციქული და ღმრთისმეტყუელი ჴმობს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი ცოდვად ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოოს და მოსცეს მას ცხორებაჲ არა სასიკუდინედ მცოდველთა მათ. არს ცოდვაჲ სასიკუდინე. არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ვინმე ითხოოს. ყოველი უსამართლოებაჲ ცოდვა არს, და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე.

ესრეთ უკუე, ღმრთისმეტყუელი ცოდვად სასიკუდინედ მას უწოდს, რომელი ანუ შეურაცხყოფითა და ურწმუნოებითა საუკუნოჲსა საშჯელისაჲთა უშიშ იქმნებოდის, ანუ გარდარეულითა შიშითა წარიკუეთდეს სასოებასა სინანულითა შენდობისასა. ამათ ორთავე სენი სასიკუდინე და უკურნებელ არს, ვითარცა მოუქცეველთაჲ სინანულად. ხოლო რომელიც სინანულისა მიმართ არა ურწმუნო იქმნას და შიშითა საუკუნოჲსა ტანჯვისაჲთა ელმოდის შობად მოქცევაჲ და სინანული, ესევითარი იგი არა სასიკუდინედ განწირულ არს, არამედ შესაძლებელ არს აღდგომაჲ მისი დაცემისაგან სარწმუნოებითა ღმრთისა მიმართ და ლოცვისა წმიდათაჲსა.

მოციქულისაჲ: ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არ შეეხოს (5,18).

თარგმანი: უკუეთუ ქმნითა სიმართლისაჲთა მიემადლების კაცსა ღმრთისაგან ყოფალჲ, ცხად არს, ვითარმედ სიმართლისა და ცოდვისა მოქმედებაჲ ერთბამად შეუძლებელ არს. ამისთჳსცა, რომელსა ენებოს, რაჲთა ღმრთისაგან იშვეს მოქმედებითა სიმართლისაჲთა, ესევითარი იგი დაიმარხავს თავსა თჳსსა შეუხებელად ყოვლისაგან ცოდვისა, და ესრეთღა ბოროტი მას არ შეეხოს. ხოლო თქუა რაჲ მოციქულმან დაცვაჲ თავისაჲ, პირსა დაუყოფს მწვალებელთა, რაჲთა არა თქუან კაცისათჳს, ვითარმედ ბუნებით ღმერთქმნულ არს; ესე ნუ იყოფინ; არამედ მადლით ღმერთ იქმნების, რაჟამს კრძალულებით დაიცვას თავი თჳსი ყოვლისაგან ბოროტისა და სიწმიდით მოქალაქობითა იქმნას მადლით შვილ ღმრთისა.

მოციქულისაჲ: ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას (5,19).

თარგმანი: რომელნი-ესე მადლით ღმრთისაგან ვიშვებით და უწყით თუ ვითარ ვიშვებით, ცხად არს, ვითარმედ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მისითა ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა მიერ განსწავლულნი, არა მწვალებელთაებრ ვიტყჳთ სოფლისა ბოროტსა ზედა დგომასა, რაჲთამცა ღმრთივ ქმნულსა რასაცა სიბოროტე დავსწამეთ, რომელიც-ესე ნუ იყოფინ; რამეთუ ყოველივე, რაოდენი ქმნა ღმერთმან, კეთილ არს ფრიად. ხოლო ჩუენ რაჟამს ვთქუათ სოფლისა სიბოროტე, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "სოფლად" ესევითარსა მას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდთ, რამეთუ სოფელი ესე ხილული უსულო არს და უგრძნობელ, ხოლო მაცხოვარი იტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (), რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ აწ ღმრთისმეტყუელიცა და მუნ მაცხოვარიცა და ვინცა რას ესევითარსა იტყოდის ბოროტ ყოფასა სოფლისასა, ბოროტთა კაცთა "სოფლად" უწოდს. რამეთუ ჩუენ კაცნი თჳთმფლობელად დაბადებულნი ვიქმნებით, ვითარ გჳნდეს, — ბოროტ გინა კეთილ; და ჩუენი არს ქმნაჲ სიყუარულისა და სიძულილისაჲ, რამეთუ შევიცვალებით, ვითარცა გჳნდეს. ხოლო სხუაჲ ყოველი, რომელი შექმნა ღმერთმან, ეგრეთ ჰგიეს, ვითარ დაიბადა და არა იცვალების თჳსისა დაბადებულებისაგან, ვიდრე ჟამამდე ცვალებისა.

მოციქულისაჲ: ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ ცნობაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი. და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესსა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხორებაჲ საუკუნოჲ (5,20).

თარგმანი: ესე არს, რომლისათჳს პავლე იტყჳს, ვითარმედ: "გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (), რამეთუ მან თავადმან მოსლვითა თჳსითა მოგუცა ჩუენ ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ, და ვიცანთ რაჲ მამაჲ ძისა მიერ, შევირაცხენით ჩუენ მადლით, რაჲ იგი არს ბუნებით; და მადლითა მით შვილებისაჲთა ვიწოდენით ძმა ბუნებით ძისა ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან თქუა: "წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ" (). ესრეთ უკუე ძისა მიერ მოგუეცა ჭეშმარიტი ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ და მამისა მიერ მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოვიგეთ განუშორებელობაჲ ძისა მისისაჲ, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ-იგი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.

მოციქულისაჲ: შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ (5,21).

თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ყოველსა ეპისტოლესა შინა სისრულესა წამებს მეცნიერებისა მათისასა, რომელთა მიმართ მისწერს. ხოლო აწ დასასრულსა ამცნებს კრძალვად კერპთაგან. ცხად არს, ვითარმედ სიმრავლესა შინა ეკლესიისა შვილთასა ვერ ეგების ყოველთაჲ სრულ ყოფაჲ. ამისთჳს უსრულთა მიმართ და აწღა წარმართობისაგან მოქცეულთა იტყჳს, რაჲთა დაიცვნენ თავნი თჳსნი კერპთაგან, და არცა ერთსა რას ჩუეულებასა ჰყოფდენ უსულოთა მათ და ყრუთა პატივისასა, არამედ ჩუენდაცა ყოველთა საჴმარ არს სწავლაჲ ესე, რაჲთა დავიცვნეთ თავნი თჳსნი კერპებისაგან ვნებათაჲსა, და არარაჲ აღვჰმართოთ შინაგან ჩუენსა კერპი სოფლიოჲსა და ვნებულისა გულისთქუმისაჲ, არამედ წმიდად დაუმარხნეთ სული და ჴორცნი ჩუენნი სიძესა მას ჩუენსა უკუდავსა ქრისტესა. მისსა დიდებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.