თარგმანი: რომელთა სარწმუნოებასა თანა მართალსა საქმენიცა სათნოებისანი წარჰმართნენ, ესევითარნი იგი ღმრთისაგან იშვებიან, და ღმრთისაგან შობილნი იგი ამით საყუარელ იქმნებიან, რაჲთა სიყუარულითა მათითა ცხად ვყოთ სიყუარული მშობელისა მის მათისა ღმრთისაჲ, რომლისა სიყუარულ არს დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ, რომელი ჴმობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი — მცირე" (), რამეთუ არა ბრპენის სახედ ქუე-დამზიდველ არიან სათნოებანი, არამედ ფრთე ექმნებიან სულსა, აღმყვანებელ ზეცად. გარნა ჩუენ ჴორცთ-მოყუარებაჲ მძიმედ აღგჳჩენს მათ, რომელთა შინა რაჲ სიმძიმე არს, რაჟამს გუეტყოდინ შეყუარებად ღმრთისა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და შეყუარებად ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას...
1 იოვანე 5:3
2. ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.3. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.4. რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი.
1 იოვანე თავი 5