თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ჯერ-არს წვალებათაცა ყოფაჲ თქუენ შორის, რაჲთა გამოცდილნი იგი განცხადებულ იქმნენ თქუენ შორის. "გამოცდილად" უწოდს გლახაკთა მათ, რომელნი-იგი სიმჴნით თავს-იდებდეს შეურაცხ-ყოფასა მას მდიდართა მიერ, რომელნი-იგი არა იზიარებდეს მათ ტაბლასა. ხოლო იგინი არავე დაჰჴსნიდეს ჩუეულებისაებრსა მას წესსა შეკრებისა თჳსისასა სიგლახაკისათჳს თჳსისა. არამედ შენ გესმოდის რაჲ აწინდელი ესე "ჯერ-არსი" და "რაჲთა", ნუ ეგრეთ გულისჴმა-ჰყოფ, ვითარმედ ამისთჳს ჰყოფდეს მდიდარნი იგი განწვალებასა, რაჲთა გამოცდილებაჲ გლახაკთაჲ მათ გამოჩნდეს, არამედ იგინი ბოროტითა გულის-სიტყჳთა ზუაობისა და ანგაჰრებისაჲთა ჰყოფდეს არა-თანაზიარებასა გლახაკთასა. ხოლო საქმე იგი, მათ მიერ ბოროტად ქმნილი, თჳთ კეთილისა გამოსაცდელ ექმნებოდა გლახაკთა, ვითარ არცა ერთითა რაჲთ დაიჴსნებოდეს კეთილისა ჩუეულებისაგან. ამისთჳს ესევითარი "ჯერ-არსი" და "რაჲთაჲ" მრავალსა ადგილსა გეპოების წმიდათა წერილთასა; არა მიზეზისა, არამედ თჳთ საქმეთა ქმნისა წარმოსაჩინებელად, ვითარ-იგი "შჯად სოფლისა მოვედ, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდენ, დაბრმენ" (<span...
1 კორინთელთა მიმართ 11:19
18. პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს.19. რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ.20. შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11