📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით (11,17).
თარგმანი: საჭირო არს, რაჲთა აწინდელისაცა ამის ბრალობისა მიზეზთა წარმოთქუმითა უადვილეს ვყოთ ძალი სიტყუათა ამათ წინამდებარეთაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ვითარცა პირველ, დასაბამსა პეტრეს მიერ სამ ათასთა რწმუნებისასა, ზოგად იყოფოდეს ყოველნი იგი და ერთბამად საზოგადო ყვიან ყოველი თჳსი თითოეულისაჲ და ზოგად ისერებდიან, ესევე წესი კორინთელთა შორისცა დაცვულ იყო, არამედ არა მითვე კრძალულებითა; რამეთუ სახესა ოდენ რასმე მისსა ჰყოფდეს, ვითარცა ნაკადულსა დიდისა მდინარისასა. ესე იგი იყო, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე გლახაკ იყვნეს და რომელნიმე მდიდარ, ამისთჳს არა ყოველთა საზოგადო ჰყოფდეს მდიდარნი იგი ნაქონებსა მათსა, არცა სამარადისოდ სწორებით იზარდებოდიან, გარნა დღეთა ოდენ დღესასწაულისათა, შემდგომად წმიდათა საიდუმლოთა მიღებისა, ზოგად ინაჴ-იდგიან. და დასაბამსა მდიდარნი იგი მოიღებდიან სანოვაგეთა და გლახაკთა და უქონოთა თანა სწორებით ჭამდიან. ხოლო უკუანაჲსკნელ ესეცა ჩუეულებაჲ განრყუნეს, მიზეზითა ურთიერთას განწვალებისა და ამის და მის ვისდადმე ქმნისაჲთა. ამისთჳს აწ მოციქული მხილებით ეზრახების დაჴსნისათჳს ჩუეულებისა ამის კეთილისა და ფრიად საჴმრისა, რომელი-ესე მიზეზ იყო სიყუარულისა, ნუგეშინის-საცემელ სიგლახაკისა, მიზეზ სიბრძნისმოყუარებისა, პატიოსან მყოფელ სიწმიდისა.
მოციქულისაჲ: პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად, მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაიმე მრწამს (11,18).
თარგმანი: ესე იყო განწვალებაჲ მათი, რამეთუ დასად-დასად განყოფილნი არღარა ჩუეულებისაებრ საზოგადო ჰყოფდეს საზრდელსა თითოეულისასა, რაჲთამცა მდიდრისა თანა გამოიზარდა გლახაკიცა. ვინაჲცა მოციქული არცა სრულებით აჩუენებს მათდა რწმუნებასა, რაჲთა არა ყოვლად ურცხჳნო და გლისპ ყვნეს იგინი, არცა ყოვლად ურწმუნო ჰყოფს, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ, ვინაჲთგან არა დასარწმუნებელ არს ბრალი იგი მათი, ცუდად ამხილებს მათ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: "ზოგს-რე მრწამს".
მოციქულისაჲ: რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ (11,19).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ჯერ-არს წვალებათაცა ყოფაჲ თქუენ შორის, რაჲთა გამოცდილნი იგი განცხადებულ იქმნენ თქუენ შორის. "გამოცდილად" უწოდს გლახაკთა მათ, რომელნი-იგი სიმჴნით თავს-იდებდეს შეურაცხ-ყოფასა მას მდიდართა მიერ, რომელნი-იგი არა იზიარებდეს მათ ტაბლასა. ხოლო იგინი არავე დაჰჴსნიდეს ჩუეულებისაებრსა მას წესსა შეკრებისა თჳსისასა სიგლახაკისათჳს თჳსისა. არამედ შენ გესმოდის რაჲ აწინდელი ესე "ჯერ-არსი" და "რაჲთა", ნუ ეგრეთ გულისჴმა-ჰყოფ, ვითარმედ ამისთჳს ჰყოფდეს მდიდარნი იგი განწვალებასა, რაჲთა გამოცდილებაჲ გლახაკთაჲ მათ გამოჩნდეს, არამედ იგინი ბოროტითა გულის-სიტყჳთა ზუაობისა და ანგაჰრებისაჲთა ჰყოფდეს არა-თანაზიარებასა გლახაკთასა. ხოლო საქმე იგი, მათ მიერ ბოროტად ქმნილი, თჳთ კეთილისა გამოსაცდელ ექმნებოდა გლახაკთა, ვითარ არცა ერთითა რაჲთ დაიჴსნებოდეს კეთილისა ჩუეულებისაგან. ამისთჳს ესევითარი "ჯერ-არსი" და "რაჲთაჲ" მრავალსა ადგილსა გეპოების წმიდათა წერილთასა; არა მიზეზისა, არამედ თჳთ საქმეთა ქმნისა წარმოსაჩინებელად, ვითარ-იგი "შჯად სოფლისა მოვედ, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდენ, დაბრმენ" (). და კუალად: "შჯული შორის-შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ" (). არამედ არცა შჯული განმრავლებად ცოდვისა მოეცა, არცა უფალი დაბრმობად მოვიდა. გარნა სრულებად საქმისა იჴუმევის "რაჲთაჲ" ესევითართა შინა ადგილთა, და არა მიზეზთა მაუწყებელად.
მოციქულისაჲ: შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად (11,20).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შეკრებაჲ იგი სიყუარულისა სასწაული არს, ხოლო არა სიყუარულით იქმნების, ვინაჲთგან არა საზოგადო არს საზრდელი მდიდრისა და გლახაკისაჲ.
მოციქულისაჲ: არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ (11,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: არა არს საუფლოჲსა სერისა ჭამაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ სერობაჲ იგი თქუენი არა არს მსგავს საუფლოჲსა მის სერობისა, ოდეს-იგი უფალმან სიონს შინა ინაჴ-იდგა მოწაფეთა თანა; და არა ხოლო სხუანი, არამედ განმცემელიცა სწორებით გამოიზარდებოდა მათ თანა. ხოლო შენ ეკლესიად მიღებაჲ იგი საზრდელისაჲ საუფლოდ განგიკუთნავს, არამედ არა წესითა საუფლოითა აღასრულებ მას, რაჟამს არა იზიარებ გლახაკსა სიმრავლესა მას თანა სანოვაგეთა შენთასა. ამისთჳს არცა საუფლო არს სერობაჲ იგი შენი, ვინაჲთგან არა სასწორო არს, რამეთუ სასწოროსა ეწოდების საუფლო. და უკუეთუ განსაკრთომელთა მათ საიდუმლოთა სწორებით მოვიღებთ მდიდარნი და გლახაკნი, რაოდენ უფროჲს სწორ იყოს განხრწნადიცა ესე, მსგავსად უხრწნელისა მის.
მოციქულისაჲ: ხოლო კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაჲსწარ წარიღის ჭამად (11,21).
თარგმანი: ესე არს წინა-წარღებაჲ რომლისათჳს აბრალებს, ვითარმედ, ვინაჲთგან წინაჲსწარვე შენთჳს ოდენ წარსცემ სანოვაგეთა მათ, და არა გლახაკსაცა მიუწოდ შენ თანა, ცხად არს, ვითარმედ ნაყროვნებაჲ წინა-ძღჳს საუფლოდ საგონებელსა მას შენგან საქმესა შინა.
მოციქულისაჲ: და რომელსამე შიინ და რომელსამე სთრავნ (11,21).
თარგმანი: აჰა ორნი ბრალნი; ვითარ სხუასა შეურაცხ-ჰყოფ, რაჲთა შიოდის ნაკლულევანებითა, ხოლო შენ დაითრობვი გარდამატებულებითა?
მოციქულისაჲ: ნუუკუე სახლებ არა გიდგს-ა ჭამად და სუმად? (11,22).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან არა სასწორო ძმათა ჰყოფ შენსა მას, და მარტოჲ შჭამ, რადღა წარიღებ მას სახლით შენით?
მოციქულისაჲ: ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ? (11,22).
თარგმანი: რომელმან თავისა თჳსისა მარტოდ განსასუენებელ ყოს ჭამაჲ იგი ეკლესიას, ესევითარი იგი ეკლესიასაცა შეურაცხ-ჰყოფს და სერსა მასცა გინებულ ჰყოფს არა-საუფლოობითა, რამეთუ საუფლო სასწოროსა ეწოდების.
მოციქულისაჲ: და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? (11,22).
თარგმანი: არა ესოდენ მწუხარება იყო მათდა სიყმილისაჲ იგი ჭირი, რაოდენ სირცხჳლ უჩნდა შეურაცხ-ქმნილებაჲ იგი თჳსი მდიდართაგან, რომელნი არა მოუწოდდეს მათ სიგლახაკისათჳს.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდე-ა ამისთჳს? —არა გაქებ (11,22).
თარგმანი: იხილე, ვითარ განუცხადა რაჲ ბრალი, მიერითგან სიმშჳდით ეზრახების, რამეთუ ესე შეეტყუებოდა მას თქუმად წესითა შემდგომობისაჲთა, ვითარმედ: "სიმძიმე ესე ამის ბრალისაჲ თანამდებ გყოფს თქუენ ბევრისა სიკუდილისა"; არამედ იგი სიტკბოებით ამას ოდენ კმა-იყოფის, ვითარმედ: "არა გაქებ".
მოციქულისაჲ: რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ (11,23).
თარგმანი: დაღაცათუ განყოფასა მას საიდუმლოთასა არა თანა-იყო პავლე, არამედ აწ დღითი-დღედსა ამას მიღებასა წმიდათა საიდუმლოთასა — ერთად მაშინდელად შეჰრაცხს, რამეთუ იგივე ქრისტე არს ამათიცა განმყოფელი.
მოციქულისაჲ: რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით ჩემდა მოსაჴსენებელად (11,23-24).
თარგმანი: საძიებელ არს თუ რაჲსათჳს ადგილსა ამას ლიტონისა საჭმლისასა შემოიღო მათეს თავისაგან სიტყუაჲ თხრობისაჲ საიდუმლოჲსა მისთჳს სერობისა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რაჲთა უმეტეს შეკდიმებულ ყვნეს კორინთელნი სახითა ამით, ვითარმცა ეტყოდა: უკუეთუ მან თავადმან განყოფასა მას შინა წმიდათა საიდუმლოთასა არა ხოლო სხუანი ყოველნი, არამედ განმცემელიცა თჳსი სწორებით იზიარა, ვითარ თქუენ ლიტონისა მის პურის ჭამისა ჟამსა შეურაცხ-ჰყოფთ ძმათა თქუენთა სიგლახაკისათჳს, და არა სწორებით მიუწოდთ მდიდართა და გლახაკთა, რამეთუ ყოველივე საუფლოდ ქმნილი სასწოროჲ ჯერ-არს.
მოციქულისაჲ: ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი შჯული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით (11,25).
თარგმანი: ვინაჲთგან ძუელსა მასცა შჯულსა შინა იყო სასუმელები, რომელ არს ბარძიმები, რომელთა შინა შთააცარიელიან სისხლი მსხუერპლთაჲ შემდგომად დაკლვისა, და ეგრეთ აპკურიან, ამისთჳს აწინდელსა ამას სასუმელსა ახლისა შჯულისად უწოდა, რაჲთა ძუელისა მის სისხლისა მოჴსენებითა ახალი ესე არა უცხო გიჩნდეს, და უწყოდი, ვითარმედ იგი აჩრდილებრ ჭეშმარიტებისა ამის გამომსახველ იყო, რომელი-ესე არღარა პირუტყუთაჲ არს, არამედ სიტყჳსა მის, ჩუენთჳს განჴორციელებულისაჲ, რომელი-იგი გუამცნებს: "ამას ჰყოფდით"; ესე იგი არს შეუორგულებელად სუმაჲ.
მოციქულისაჲ: რავდენ-გზისცა სუმიდეთ ჩემდა მოსაჴსენებელად (11,25).
თარგმანი: რაჲ არს მოსაჴსენებელი მისი? —ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ — დაუვიწყებელ ყოფაჲ ვნებისა და სიკუდილისა მისისაჲ ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენცა მზა ვიყვნეთ ყოვლისავე თავს-დებად მისთჳს და ძმათა ჩუენთათჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს (11,26).
თარგმანი: მითხრობაჲ სიკუდილისაჲ ყოველსავე ქველისმოქმედებასა მისსა ზოგად საჴსენებელ ჰყოფს და განგებულებათა მისთა, შობითგან ვიდრე კუალად მოსლვადმდე.
მოციქულისაჲ: ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა (11,27).
თარგმანი: სიტყუაჲ ესე დაღაცათუ მათდა სამხილებელად შემოუღია, ვითარმედ არა ღირს არიან ზიარებად ქრისტეს საიდუმლოთა, რომელნი-იგი წუნობით და შეურაცხ-ყოფით არა თანა-იზიარებენ გლახაკთა ტაბლასა მათსა, არამედ ესე ჩუეულებაჲ არს პავლესი, რაჲთა სხჳსა პირისათჳს შორის-შემოღებულსა მასცა და დამთხუევით წარმოდგომილსა საძიებელსა განჰმართებდეს; ვითარ-ესე აწ, უღირსებით მიმღებელნი წმიდათა საიდუმლოთანი თანასწორ ყვნა ბრალსა განმცემელისა და მკლველთა ქრისტესთასა.
მოციქულისაჲ: გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგანი ჭამენ და სასუმელისა მისგანი სუნ (11,28).
თარგმანი: გამოცდაჲ ესე განკითხვისა ნაცვალი არს, რამეთუ არა მოყუასსა მოყუსისა, არამედ თითოეულსა თავისა თჳსისა განკითხვად უბრძანებს პირველ მიღებადმდე მისსა წმიდათა საიდუმლოთა.
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი (11,29).
თარგმანი: არა ბუნებით დამშჯელ არს განმაცხოველებელი იგი საიდუმლოჲ, არამედ უღირსებისაგან მიმღებელთაჲსა დასაშჯელ ექმნების მათ, რომელთა არა გამოიკითხონ, არცა გულისჴმა-ყონ დიდებულებაჲ წინამდებარისა მის საიდუმლოჲსაჲ. რამეთუ, უკუეთუ ესე ოდენ მებრ გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ: არა ლიტონ, არამედ ქრისტეს ჴორც და სისხლ არს იგი, ესე ოდენ კმა იყოს ჩუენდა განმაკრძალებელად. ხოლო ესე თუ არა ვყოთ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, ვითარ-იგი მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ — ჴორციელად მოსლვაჲ ქრისტესი —უმეტესისა დაშჯისა მომატყუებელ არს მათდა, რომელთა არა შეიწყნარონ იგი. ეგრეთვე განმწმედელი ესე სულთა და ჴორცთაჲ და წმიდაჲ წმიდათაჲ საიდუმლოჲ უმეტესისა დაშჯისა მომატყუებელ არს არაწმიდებით მიმღებელთა მისთა.
მოციქულისაჲ: ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი (11,30).
თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? - ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ უღირსებით მიღებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა იქმნებიან სნებანი და უძლურებანი. და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და სძინავს მრავალთა. ხოლო ძილ არიან სიკუდილნი უჟამონი. არამედ, თქუას ვინმე, ვითარმედ: ნუუკუე ბერნი არა ცოდვენ-ა, რამეთუ არა უწინარეს ჟამისა მოსწყდებიან? გარნა არა ესე ოდენ არს სატანჯველი უღირსად მზიარებელთაჲ, არამედ მერმესა მას საუკუნესა უძჳრესი დაშჯაჲ მიელის.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხვედით, არამცა განვიკითხენით (11,31).
თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "ვსტანჯევდით თუმცა თავთა თჳსთა", არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე ოდენ კმა არს ჩუენდა აქაცა და მუნცა განმათავისუფლებელად ტანჯვისაგან, უკუეთუმცა განვიკითხენით თავნი თჳსნი და დავასაჯეთ მათ ცოდვილ და უღირს ყოფაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ (11,32).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიკითხვოდით რაჲ, უფლისა მიერ განვისწავლებით. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ ჩუენ ესოდენ სუბუქსა მას არა ვჰყოფთ, რომელ არს განკითხვაჲ და ბრალობაჲ თავთაჲ, გარნა ღმერთი არცა ეგრეთ უწყალოებით საუკუნოდ გუტანჯავს, არამედ აქა განგუსწავლის, რაჲთა მუნ შეგჳწყალნეს, რამეთუ ჭეშმარიტ ტანჯვა საუკუნოჲ ოდენ არს; ხოლო საწუთროსა ამას რაოდენიცა რაჲ განგებულებით ღმრთისა მიერ შეგუემთხჳოს ძჳრი, ყოველივე სასწავლელ და საუკუნოჲსა ტანჯვისაგან მჴსნელ არს, რომელი-იგი შეემთხუევის აწ "სოფლად" სახელდებულთა — ურწმუნოებასა და ცოდვასა შინა აღსრულებულთა.
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით (11,33).
თარგმანი: კუალად პირველსავე სიტყუასა მოვიდა. და იხილე, ვითარ არა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "გლახაკთაცა მისცემდით საზრდელისაგან თქუენისა", —არამედ, რომელი-იგი ამისსა უმაღლეს არს, ვითარმედ: "ურთიერთას ჰგებდით". ესე იგი არს, ვითარმედ: ნურარას უმეტესსა გლახაკისასა იჴუმევთ მდიდარნი, არამედ სწორებით მიღებისათჳს ურთიერთას ჰგებდით. და უკუეთუ ვინმე ესე არა ყოს, არცაღა საიდუმლოჲსა მის სერობისა ღირს იყოს ეგევითარი იგი.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ (11,34).
თარგმანი: იხილე, ვითარ, ვითარცა ნაყროვანთა და უწესოთა ყრმათა, ეკლესიით წარსდევნის სახლად, ვითარ თუმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ არა საზოგადოდ მიგაქუს, მუნვე სახლსა თჳსსა შინა ჭამე.
მოციქულისაჲ: რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ (11,34).
თარგმანი: ესე იყო დასაშჯელ მათდა, რამეთუ შეურაცხ-ყოფითა გლახაკთაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფდეს და ეკლესიასა გინებულ ჰყოფდეს.
მოციქულისაჲ: ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო (11,34).
თარგმანი: გინა თუ ამათვე პირთათჳს, გინა თუ სხუათა რათმე საჭიროთა წესთა იტყჳს "სხუად", რომელთაჲ წერით ვერ ეგებოდა განმართვაჲ, თჳნიერ პირისპირ მისლვისა მათდა.