მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:21

20. შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ.21. რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ.22. ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
21. რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაჲსწარ წარიღის ჭამად (11,21).:

თარგმანი: ესე არს წინა-წარღებაჲ რომლისათჳს აბრალებს, ვითარმედ, ვინაჲთგან წინაჲსწარვე შენთჳს ოდენ წარსცემ სანოვაგეთა მათ, და არა გლახაკსაცა მიუწოდ შენ თანა, ცხად არს, ვითარმედ ნაყროვნებაჲ წინა-ძღჳს საუფლოდ საგონებელსა მას შენგან საქმესა შინა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის