მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:23

22. ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ.23. რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური.24. ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
23. რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ (11,23).:

თარგმანი: დაღაცათუ განყოფასა მას საიდუმლოთასა არა თანა-იყო პავლე, არამედ აწ დღითი-დღედსა ამას მიღებასა წმიდათა საიდუმლოთასა — ერთად მაშინდელად შეჰრაცხს, რამეთუ იგივე ქრისტე არს ამათიცა განმყოფელი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის