მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:25

24. ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა.25. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად.26. რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
25. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი შჯული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით (11,25).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძუელსა მასცა შჯულსა შინა იყო სასუმელები, რომელ არს ბარძიმები, რომელთა შინა შთააცარიელიან სისხლი მსხუერპლთაჲ შემდგომად დაკლვისა, და ეგრეთ აპკურიან, ამისთჳს აწინდელსა ამას სასუმელსა ახლისა შჯულისად უწოდა, რაჲთა ძუელისა მის სისხლისა მოჴსენებითა ახალი ესე არა უცხო გიჩნდეს, და უწყოდი, ვითარმედ იგი აჩრდილებრ ჭეშმარიტებისა ამის გამომსახველ იყო, რომელი-ესე არღარა პირუტყუთაჲ არს, არამედ სიტყჳსა მის, ჩუენთჳს განჴორციელებულისაჲ, რომელი-იგი გუამცნებს: "ამას ჰყოფდით"; ესე იგი არს შეუორგულებელად სუმაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის