თარგმანი: ვინაჲთგან ჯეროვნად წარმოთქუნა სიტყუანი წინააღდგომითნი, აწ განჩინებით იტყჳს, ვითარმედ: უეჭუელ არს ვითარცა-იგი ქრისტეს აღდგომაჲ, ეგრეთვე მკუდართა აღდგომისაცა უცილობელობაჲ, რამეთუ, რაჲ-იგი ყოს დასაბამმან, იგივე ყოფად არს შემდგომთაცა მისთა ზედა.
19. უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ.20. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა.21. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15