მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:32

31. მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.32. უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!33. ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
32. უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა? (15,32).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაოდენ დაუტევის კაცსა, მჴეცთა ბრძოლა ვჰყოფ მე, არამედ რასა მერგოს, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲთა მაშინ მოვიღო სასყიდელი აწინდელთა ამათ შრომათაჲ?

ჳკუმენისი: ესე არს კაცობრივ ქმნაჲ, რაჟამს საწუთროჲსა ამისთჳს და არა საუკუნოჲსა მოსაგებელისათჳს ჰყოფდეს ვინმე რასმე. ხოლო მჴეცთა ბრძოლად უწოდს ეფესელთა მათ ჰურიათა და დიმიტრი ვეცხლის მჭედელისა მიერ აღდგინებულსა მას შფოთსა, რომლისა აღმძრველნი არარაჲთ უმდოვრეს იყვნეს მჴეცთასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის