თარგმანი: კუალად ამას ადგილსა ორთა საძიებელთა განჰმარტებს, ვითარმედ: არა სხუაჲ არსებაჲ, არამედ იგივე განხრწნილი გუამი ჴორცთა არსებისაჲ აღდგების. ხოლო ვითარმედ უშუენიერეს აწინდელისა ამის არს მაშინდელი იგი, ამას მითვე სახითა მარცულისაჲთა დაამტკიცებს, რომელი-იგი შიშუელი დაეთესვის და არა ეგევითარი, ვითარ-იგი რაჟამს აღმოსცენდის, მოირთხის მუჴლი, განზარდის წუელი, დაისხის თავი ჴუვილისაჲ, რომელ არს მარცუალი, შემოსილი ბრითა და ფხითა. ამისთჳს, ვითარ-იგი მისთჳს ვერვინ იტყჳს სხუა-არსობასა, რამეთუ მისგანვე მარცულისა აღმოცენებულ არნ, დაღაცათუ უმრავალნაწილეს და უშუენიერეს მისსა არს. ეგრეთვე გუამთა ჩუენთაჲ უეჭუელ არს მისვე განხრწნილისა არსებისა კუალად აღდგომაჲ, და არა სხუა არს ყოფაჲ, დაღაცათუ უშუენიერეს აწინდელისა არს მაშინდელი იგი.
1 კორინთელთა მიმართ 15:37
36. უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის.37. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი.38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15