თარგმანი: მშჳნვიერად ჴორცად იტყჳს აწინდელთა ამათ ჴორცთა ჩუენთა, არა თუ ვითარმცა ყოვლად უნაწილო იყვნეს სულისაგან წმიდისა, რამეთუ მრავალთა შორის აწცა მოქმედებს მადლი მისი, არამედ არა სამარადისოდ, არამედ რაჟამს ცოდვად მიდრკეს კაცი, მაშინ იოტებს თავისა თჳსისაგან მოქმედებასა სულისა წმიდისასა. ხოლო მერმესა მას არა ეგრეთ, არამედ სამარადისოდ მკჳდრ იყოს იგი გუამთა შინა წმიდათა და მართალთასა, ვითარცა სრულიად განთავისუფლებულთა აქაჲსა ამის ნივთთა სიზრქისა და შემამრღუეველობისაგან. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ ჴორცად მშჳნვიერად უწოდს აწინდელსა ამას გუამთა ჩუენთა სიზრქესა და სიმძიმესა, ხოლო ჴორცად სულიერად - მერმე აღდგომადსა მას გუამსა, ვითარცა უწულილესსა და უსუბუქესსა, რამეთუ დაღაცათუ ამითვე ჴორცითა აღვდგებით, არამედ არა ესევითარნივე ზრქელნი და მოკუდავნი და განხრწნადნი ყოფად არიან ასონი ჩუენნი.
1 კორინთელთა მიმართ 15:44
43. დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით;44. დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი.45. ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15