თარგმანი: ვინაჲთგან დაასრულა სიტყუაჲ შჯულთა მითხრობისაჲ, და იწყებდა წესსა სწავლისასა, უპირატეს ყოველთა თავისა მისთჳს ყოველთა კეთილთაჲსა — მოწყალებისა ჰყოფს სიტყუასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შესაკრებელისა მისთჳს წმიდათაჲსა. რამეთუ ვინაჲთგან ენება, რაჲთა სისუბუქითა მცნებისაჲთა უმეტეს გულსმოდგინე ყვნეს იგინი აღმასრულებელ ყოფად მცნებისა, ამისთჳს დაწყებასა მებრ სიტყჳსასა შესაკრებელი აჴსენა წმიდათაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ არა თჳსად-თჳსად მარტოებით ფრიადსა, არამედ მცირედ-მცირედსა თითოეულისაგან ერთად შეკრებად გეტყჳ საჴმარსა, მისაძღუანებელსა წმიდათასა, რაჲთა სიმცირითა თქუენთჳს ადვილ, ხოლო ერთად შეკრებითა მათთჳს დიდ იყოს მიძღუანებული იგი თქუენგან.
1 კორინთელთა მიმართ 16:1
1. ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით.2. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16