მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:13

12. ხოლო აპოლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა; და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს.13. მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით;14. ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
13. მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით;
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით (16,13).:

თარგმანი: დაღაცათუ ვისმე სწავლისად ეგონნენ, არამედ უფროჲსღა მხილებისანი არიან სიტყუანი ესე, რამეთუ "მღჳძარებითა" — მოძილობასა, ხოლო "სიმტკიცითა" — დაუმტკიცებელობასა, "სიმჴნითა" - უმჴნოობასა, ხოლო "განძლიერებითა" უძლურებასა მათსა განაქიქებს; ორნი იგი თქუნა შემაცთუნებელთა მიმართ, ვითარცა მთრვალთა და შერყეულთა, ხოლო ორთა ამათ, წინააღმდგომთა მათთა მიმართ იტყჳს, ვითარცა მოშიშებით და ორგულებით მბრძოლთა.

სააღდგომო ეპისტოლე 1998 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::

...ვარულისა; იგია იმედი და სასოება ჩვენი, რადგან მისი მადლით მოვიპოვებთ მარადიულ ნეტარებას; ამიტომაც გულმხურვალედ ვუგალობთ უფალს: „პასექმა სამოთხისა კარნი განგვიღო ჩვენ“...

დღეს უფრო ნათლად ვაცნობიერებთ წმიდა პავლე მოციქულის სიტყვების აზრს: „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და განძლიერდით“ ().

ამ განცდით, ლოცვითა და სულიერი შრომით, მადლობა ღმერთს, განვვლეთ დიდი მარხვა - ჟამი სინანულისა. წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონის კითხვისას ჩვენ თვალწინ თითქოს გაცოცხლდა დაუღალავი ღვაწლისა და სინანულის შესანიშნავი მაგალითები და დიდებული ადამიანები; უწინარესად კი - ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, რომელმაც გვიჩვენა სულიერი კიბე, ამაო მიწიერი ყოფიდან ჩვენი ამამაღლებელი და ზეცად აღმყვანებელი, და წმიდა მარიამ ეგვიპტელი - უეჭველი მაგალითი იმისა, თუ ჭეშმარიტ სინანულს როგორ შეუძლია ფერისცვალება და გაბრწყინვება ცოდვით დამძიმებული ადამიანისა.

ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა. მაგალითისათვის მოვიყვან ნაწყვეტს ღირსი სისოჲ დიდის ცხოვრებიდან.

მან დაუღაავი ლოცვითა და ასკეტური ცხოვრებით ისეთ სიწმინდ...

სრულად ნახვა