მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:17

16. რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა.17. ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტონატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს,18. რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
17. ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტონატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს,
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს (16,17).:

თარგმანი: ვინაჲთგან ესენი იყვნეს კორინთით მისრულნი მოციქულისა, რომელთა მიეთხრა მისდა ყოველივე ცთომაჲ კორინთელთაჲ, რომელთათჳს ამხილა მათ მოციქულმან სიტყუათა შინა ამის ებისტოლისათა, ამისთჳს დასასრულსა წიგნისასა, ვითარცა მოშიში, რაჲთა არა განურისხნენ მათ იგინი შესმენისათჳს, მისწერს მათდა და აუწყებს სიხარულსა თჳსსა, ვითარ არა სავნებელ, არამედ სარგებელ მათდა ყვეს მათ განქიქებაჲ ბრალთა მათთაჲ. ვინაჲცა უწოდს მათ აღმავსებელად ყოველთა ნაკლულევანებისა. ვითარმედ მათთჳს თავს-ედვა მათ ესოდენი ჭირი მგზავრობისაჲ, და ნაცვალად მათ ყოველთაჲსა დამაშურალ იყვნეს ზოგადისათჳს სარგებელისა ყოველთაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის