თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე მხილებით ეზრახა მათ სიტყუათა შინა ამის ებისტოლისათა, ამისთჳს აწ, დასასრულსა სიტყჳსასა, ნუგეშინის-სცემს მათ სიტყჳთა ამით, ვითარმედ: "სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა"; ესე იგი არს, ვითარმედ: "არარაჲ გამხილე თქუენ სიძულილით და რისხვით, არამედ სიყუარულით და მყუდროებით; არა რაჲთა მოგწყლნე, არამედ რაჲთა განგკურნნე". ესე რაჲ თქუა სიყუარულისათჳს, შეეშინა, ნუუკუე ვინმე შეჰრაცხოს იგი ჴორციელად რადმე ანუ სოფლიოთა სიყუარულთაგანად, მყის ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა". ესე იგი არს, ვითარმედ: არარაჲ მაქუს ლიტონად და ამაოდ, არამედ ყოველივე ჩემი ქრისტე იესუჲს მიერ არს, უფლისა ჩუენისა. ამისთჳს ნუცა მხილებაჲ იგი შეგირაცხიეს სიძულილისად, ნუცა სიყუარული ესე ჴორცთა ტრფიალებისად, არამედ ყოველივე, ჩემიცა და თქუენიცა, საქმეთა და სიტყუათაგანი, ესრეთ განვაგოთ, რაჲთა ქრისტეს იესუჲს მიერ იყოს, რომლისა მონებად თანამდებ ვართ, ვითარცა ბუნებითითა დამბადებელობითა და მადლისა მიერითა განმაახლებელობითა უფლისა ჩუენისა. და ესე მტკიცე იყავნ ჩუენ ზედა ამენითა, რომელ არს: "იყავნ". და არს-მცა ჩუენ ზედა ნებაჲ...
1 კორინთელთა მიმართ 16:24
23. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა.24. სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტე იესუჲს მიერ. ამინ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16