თარგმანი: სასოებითა მისლვისა თჳსისაჲთა უმეტეს განკრძალულ ჰყოფს მათ, დაუნჯებად მოწყალებისა, ვითარმედ წინაშე პირსა მისსა ყოფად არს შეკრებაჲ და განხილვაჲ, არა ხოლო საჴმრისაჲ, არამედ გონებისა მისცა მიმღებელთაჲსაჲ. ხოლო კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა თქუენ გამოცდილ და სათნო გიჩნდენ, ესენი წარვავლინნე წიგნებითა ჩემითა, რაჲთა უეჭუელ იყვნენ ამას, ვითარმედ: თჳთ რასმე იჴუმევს მოციქული შეკრებულისა მისგან მათისა; ამისთჳს მათთავე გამორჩეულთა წარავლენს წიგნებითა თჳსითა, არა მირთუმად, არამედ უფროჲსღა მოღებად მადლისა წმიდათაჲსა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ კნინ და უნდო არს მოწყალებად წარგზავნილი იგი მათგან, სიმდიდრესა თანა ლოცვათა და მადლისასა, რომელნი-იგი ნაცვალად მისსა მომცემიან მათ წმიდათა მათგან, მკჳდრთა იერუსალჱმისათა.
1 კორინთელთა მიმართ 16:3
2. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.3. ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ.4. და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16